ზარანდია, თამარშოშიაშვილის, შოთაშოთაშოშიაშვილის2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/875თანამედროვე სამართლიანი სახელმწიფოსთვის დღითი დღე აქტუალური ხდება ადამიანის უფლებების წინა პლანზე წამოწევა და აღიარება, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა. საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების გაცნობიერებამ ხელი შეუწყო ამ უფლებების მნიშვნელოვნების ზრდას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამან კი, თავის მხრივ, განაპირობა ახალი სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება და უკვე არსებულის გაუმჯობესება. ადამიანის უფლებათა რიცხვში განსაკუთრებული ადგილი უკავია არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფიზიკური ხელშეუხებლობის და ადამიანის პიროვნულობასთან დაკავშირებულ სხვა (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და ა.შ.) უფლებებს. მათი დაცვის ერთ-ერთ ქმედით მექანიზმს, განვითარებული, სამართლიანი სახელმწიფოებისათვის კარგად ნაცნობი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოადგენს. არაქონებრივი ზიანი ანტიკური ეპოქისთვისაც არ ყოფილა უცხო: მისი პრიმატი ჯერ კიდევ ძველი რომის სამართლის ძეგლებში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. რაც შეეხება მორალური ზიანის თანამედროვე გაგებას, მე - 19 საუკუნეს უკავშირდება და იგი განიხილავს ამ ზიანს "სულიერი და ფიზიკური ტანჯვის“ ჭრილში. მოცემული ნაშრომი სწორედ სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, „მორალურ ზიანს“ უკავშირდება. მისი მიზანია ამ კუთხით შემუშავებული სამართლებრივი რეგულაციების ანალიზი და მკითხველისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე გარკვეული წარმოდგენების ჩამოყალიბება.kaსიცოცხლეჯანმრთელობაპირადი არაქონებრივი უფლებამორალური ზიანისიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევა, როგორც მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობაmaster thesis