აქუბარდია, ირინატატუაშვილი, რუსუდანრუსუდანტატუაშვილი2019-12-092019-12-092019https://openscience.ge/handle/1/939ნაშრომში გადმოცემულია სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მისი პროცესუალური როლი და სტატუსი. განხილული საკითხები ეძღვნება დაზარალებულის უფლება - მოვალეობებს, ასევე მის როლს პროკურორის მის დისკრეციული გადაწყვეტილების მიღებისას, დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის გამომწვევ მიზეზებს და მისი თავიდან აცილების გზებს. ნაშრომში წარმოდგენილია კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები სამართლებრივი და სოციალური მექანიზმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით. აღდგენითი მართლმსაჯულების მნიშვნელობა აღიარებულია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, ამ პროცესში დაზარალებულის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ბრალდებულისა და დანაშაულის მხსვერპლის საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად რეინტეგრაცია წარმოუდგენელია ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მონანიების და დაზარალებულისთვის შიშის გრძნობის გაქრობის გარეშე. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა რეფორმებმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და პრაქტიკაში არსებულმა მიდგომებმა დაზარალებულის უფლებების გაუმჯობესების კუთხით გარკვეული ეფექტი იქონია, თუმცა, კვლავ რჩება პრობლემური საკითხები, რაც მომავალში აუცილებლად უნდა გადაიხედოს კანონმდებლის მიერ.kaდაზარალებულის უფლებებისისხლის სამართალისაქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესშიmaster thesis