ჩიქოვანი, ნინოChikovani, Ninoნამგლაძე, თამართამარნამგლაძეNamgladze, TamarTamarNamgladze2025-03-142025-03-142024https://openscience.ge/handle/1/8238იდენტობის პოლიტიკის შესწავლა ზოგადად მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია. ის განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს, როდესაც საქმე ეხება იდენტობის მიზანმიმართულ ჩამოყალიბებას გარკვეული იდეოლოგიების ზეგავლენით. საბჭოთა კავშირის იდენტობის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი თვისობრივად ახალი ადამიანის ჩამოყალიბება იყო. ამ კუთხით ზემოქმედებისთვის განსაკუთრებულ სამიზნე ჯგუფს ბავშვები წარმოადგენენ. შესაბამისად, შემუშავებული უნდა ყოფილიყო ამ კონკრეტულ ჯგუფზე ზეგავლენისა და იდენტობის ფორმირების ეფექტური მეთოდები. ამ მხრივ საინტერესოა საბჭოთა კავშირის მიერ გატარებული იდენტობის პოლიტიკის შესწავლა საბავშვო მხატვრული ნაწარმოებების საფუძველზე. გასა-თვალისწინებელია, რომ საბჭოთა კავშირი შედგებოდა ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურებისგან. ამ შემთხვევაში, საბჭოთა იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი კონკრეტული კულტურის ფასეულობებთან ურთიერთქმედებას განიცდიდა. კვლევის მიზანია, ასახოს საბჭოთა ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბების მცდელობა ქართული და რუსული საბავშვო მხატვრული ნაწარმოებების საშუალებით. ზემოთ დასახელებული მიზნიდან გამომდინარე მოცემულ კვლევაში შედარებულია საბჭოთა პერიოდის რუსული და ქართული კულტურები (ცენტრი-პერიფერიის კონტექსტში). საკვლევი პერიოდი მოიცავს 1938 – 1964 წლებს. საკვლევ ერთეულად აღებულია საბჭოთა საბავშვო ლიტერატურა, რადგან მომავალი თაობისთვის კონკრეტული ხატების მიწოდება იდენტობის ჩამოყალიბების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. გაანალიზებულია შემდეგი ნაწარმოებები: ლაზარ ლაგინის „მოხუცი ხოტაბიჩი“ (1938), არკადი გაიდარის „ჩუკი და გეკი“ (1939), არკადი გაიდარის „თემური და მისი რაზმი“ (1940), ვალენტინა ოსეევას „ვასიოკ ტრუბაჩოვი და მისი ამხანაგები“ (1947-1951), ანატოლი რიბაკოვის, „დაშნა“ (1948), ნინო ნაკაშიძის „მოწაფის დღიური“ „კორეელი გმირები“, “მორანბონის მთაზე“ (1954), ანასტასია პერფილიევას “დარტანიანის დაშნა“ (1955), ანატოლი რიბაკოვის „ბრინჯაოს ფრინველი“ (1956), ედიშერ ყიფიანის “ათფურცლიანი რვეულები” (1956), ლადო მრელაშვილის „იყალთოელი ბიჭები“ (1957), ოტია იოსელიანის „უთაური ბიჭის კახას თავგადასავალი“ (1960), ალექსანდრე ჩხაიძის „როცა მთავრდება ბავშვობა“ (1962), იური ტომინის „ბორკა, მე და უჩინმაჩინი“ (1962), პაველ კატაევის „ხუთი რობინზონი (1963) იური ტომინის „ჯადოქარი დადის ქალაქში“ (1963) კვლევის თეორიულ ჩარჩოს წარმოადგენს სტრუქტურალიზმი, ხოლო მეთოდს - თვისებრივი კონტენტ ანალიზი, რაც იძლევა შინაარსის სისტემური ანალიზის საშუალებას კონკრეტული საკითხის, თემის, მახასიათებლის მიხედვით. თვისებრივი კონტენტ ანალიზი შედგება ანალიზის სხვადასხვა მეთოდისგან, რომელთაგან მოცემულ კვლევაში გამოყენებულია: 1. დისკურსული ანალიზი: ამ მეთოდის საშუალებით გაანალიზებულია, თუ როგორ აისახება და გამოიხატება ტექსტში სოციალური რეალობა. 2. შედარებითი ანალიზი: მეთოდი, რომლის მეშვეობითაც გაანალიზებულია სხვადასხვა ნაწარმოებში არსებული ერთი და იგივე მახასიათებელი, ასევე შედარებულია ქართული და რუსული წყაროები. კვლევის აქტუალურობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ მომავალი თაობის იდენტობის ჩამოყალიბება ყოველი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია.Research of identity politics is an important topic. Meaning of such research increases when identity politics is controlled by specific ideologies – Soviet ideology in this case. Identity politics of Soviet Union was aimed on forming and shaping a new type of person. To shape the identity of future generation(s), children were the most important group for manipulations. Literature was one of the effective ways of such influence, therefore, the information given to a child was carefully controlled, defined and manipulated by ideology. Soviet Union encompassed different cultures, as a consequence, the process of forming Soviet identity was interconnected with values of every culture it affected. Therefore, the aim of the research is to depict the process of forming and shaping the identity of a Soviet person by analyzing Soviet Georgian and Soviet Russian fiction literature for children. We used structuralism as a theoretical framework. The study uses qualitative content analysis, which allows to make systematic analysis of the narrative regarding certain topic, theme, and marker. Qualitative content analysis consists of different methods of analyses. In our study we used two of them: 1. Discourse analysis: this method allows to analyze how is social reality depicted and represented in the narrative. 2. comparative analysis: this method is used to analyze same marker in different narratives, also it let us compare and analyze Georgian and Russian sources. For better representation of the topic, in the research Soviet Russian and Georgian cultures are compared (Centre-periphery context) by analyzing children’s literature. The literature, analyzed in the research covers the time period from 1938 – 1964. It includes: Lazar Lagin “The Old Genie Hottabych” (1938), Arkady Gaidar “Chuk and Gek” (1939)Arkady Gaidar "Timur and his squad" (1940), Valentina Oseeva “Vasyok Trubachev and his Comrades” (1947-1951), Anatoly Rybakov “The Dirk” (1948), Nino Nakashidze “The Diary of a Pupil“ “Korean Heroes”, „On the Moranbong hill” (1954), Anastasia Perfilieva „The sword of D’artagnan“ (1955) Anatoly Rybakov “The Bronze Bird” (1956), Edisher Kifiani “Ten-sheet Notebooks” (1956), Lado Mrelashvili, “The Boys from Ikalto” (1957), Otia Ioseliani “The Adventure of Kakha” (1960), Alexander Chkaidze “When Childhood Ends” (1962), Yuri Tomin “Borka, I and the Invisible” ( 1963), Pavel Kataev “Five Robinsons” (1963) Yuri Tomin “A magician walked through the city” (“Wizard walked through the city”) (1963) The importance of the study is defined by the essence of identity politics – forming and shaping identity is a crucial part of any society.kaიდენტობის პოლიტიკა საბჭოთა საბავშვო მხატვრულ ლიტერატურაში(1938-1964)text::thesis::doctoral thesis