გოგნიაშვილი, ნინაასტამიძე, ბექაბექაასტამიძე2019-12-092019-12-092019https://openscience.ge/handle/1/962თემის აქტუალობა. ტექნიკური რევოლუციის პირობებში სულ უფრო იზრდება სატრანსპორტო საშუალებათა როლი და მნიშვნელობა მეურნეობისა და ადამიანთა მომსახურების სფეროში. ეს კი იწვევს საჰაერო, რკინიგზის, საზღვაო და საავტომობილო სატრანსპორტო საშუaლებათა ზრდას. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის ზრდამ განაპირობა დანაშაულთა რაოდენობის ზრდაც, კერძოდ, გაცილებით მარტივი გახდა დანაშაულის ჩადენა ან მისი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით გამოყენების გაზრდა საგზაო შემთხვევების რიცხვით. ტრანსპორტის უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა მისი გამოგონებისა და განვითარების განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის და დღესაც რჩება. საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე სპეციალურ თავად არის გათვალისწინებული სატრანსპორტო დანაშაული, სადაც ჩამოთვლილია ის სპეციალური შემადგენლობები, რომლებიც ხელყოფენ ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდება სატრანსპორტო დანაშაულთა გამოძიება - მოპოვებულ მტკიცებულებათა შეფასება, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები და სხვა. ყველა ეს გარემოება იწვევს იმ გაცხოველებულ ინტერესს, რასაც კრიმინალისტები იჩენენ სატრანსპორტო დანაშაულის პრობლემების მიმართ როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ. კვლევის მიზანია. სატრანსპორტო დანაშაულის კრიმინალისტიკური დახასიათება და მექანიზმი; სატრანსპორტო დანაშაულის ადგილზე სიტუაციის თავისებეურებების შესწავლა; სატრანსპორტო დანაშაულზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის თავისებურებების გამოვლენა. გამოკვლევის თეორიულ საფუძველსა და ინფორმაციულ ბაზას. შეადგენს ქართველი და უცხოელი ავტორების კვლევები სატრანსპორტო დანაშაულისა და მისი გახსნის მეთოდიკაზე, სასამართლო პრაქტიკა.kaსატრანსპორტო დანაშაულისატრანპორტო დანაშაულთა კრიმინალისტიკური დახასიათებასაგამოძიებო მოქმედების ჩატარების ტაქტიკასატრანსპორტო დანაშაულის გახსნის მეთოდიკაmaster thesis