რუსიაშვილი, გიორგიღვინაშვილი, გვანცაგვანცაღვინაშვილი2019-12-122019-12-122019https://openscience.ge/handle/1/1028ადამიანი, როგორც გონითი არსება, უფლებამოსილია თავისუფლება ჰქონდეს, რაც თავისთავად მოიცავს თავისუფალ გონს. იგი, როგორც თავისუფალი, არის თავისთავად მოაზროვნე და თავისუფალი გონითი ნება. ნება პირის შინაგანი, სუბიექტური ნდომაა რაიმეს მიმართ. ხოლო გარიგება, როგორც პირებს შორის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის საფუძველი, სოციალურ საზოგადოებაში პირის თავისუფალ ნებაზეა დამყარებული. შესაბამისად, ნების არსებობის გარეშე აზრს მოკლებულია გარიგებაზე მსჯელობა. გარიგების იდეა მოქმედი პირის გონებაში წარმოიქმნება და სათანადო გამოცხადების საშუალებით გამოიხატება. სამოქალაქო სამართალი დამყარებულია პირთა ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპებზე. შესაბამისად, სამართლებრივ ურთიერთობებში პირები საკუთარი გონის, სუბიექტური განწყობისა და ნდომის მიხედვით მოქმედებენ გარიგების დადებისას. რაც გულისხმობს, პირთა მიერ სამართლებრივი ურთიერთობების წამოწყებას ნამდვილი ნების საფუძველზე. იგი ინდივიდისავე ნებელობითი ქმედების აქტად მიიჩნევა, რომლის განხორციელება, თავის მხრივ, სუბიექტის შეცნობის დონის არსებობას გულისხმობს. სამოქალაქო სამართალი გარიგების დადებასა და ნამდვილობას სწორედ პირის თავისუფალ, ნამდვილ ნებას უკავშირებს. სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი ნების ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპები თავისთავად უკავშირდება ინდივიდის თავისუფალ გონს, რომელსაც სამართალი თავისუფლად ქცევის უფლებას ანიჭებს. ინდივიდის ნების ჩამოყალიბების პროცესში რაიმე სახით ჩარევა შეზღუდული და დაუშვებელია. ამასთან, დაუშვებელია პირზე და მის ნებაზე ისეთი ზემოქმედების განხორციელება, რომელიც მისი ნების აშკარად მოდრეკას უკავშირდება.kaგარიგებანიიძულებით დადებული გარიგებაკანონსაწინააღმდეგო, საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებანიიძულებით დადებული გარიგება სასამართლო პრაქტიკაში და მისი გამიჯვნა ამორალური გარიგებისგანmaster thesis