ზამბახიძე, თამარიახალკაცი, ქეთიქეთიახალკაცი2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/879ნაშრომის აქტუალობა: ხელშეკრულებიდან გასვლისა და ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტები საფუძვლიან მეცნიერულ ანალიზს საჭიროებენ. აუცილებელია ამ ინსტიტუტთა თეორიული საფუძვლებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების გამოცდილების გაანალიზება, მათ შორის უცხო სახელმწიფოთა სამართლისა და სამართლის გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. აღნიშნული აუცილებელია იმ კუთხით, რომ კანონმდებელს საკითხთან დაკავშირებით უკეთესი წარმოდგენა შეექმნას, რაც ხშირ შემთხვევაში სამართალმცოდნეობასა და მის შემეცნებაზეა დამოკიდებული, კანონმდებელი კი ვალდებულია იმოქმედოს, სსკ-ში არსებული, წმინდა ტერმინოლოგიური ხარვეზების აღმოფხვრისათვის. ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა პასუხგასაცემი: სახელშეკრულებო სამართლის ცნებები: ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების მოშლა სინონიმურია, თუ ისინი სხვადასხვა სამართლებრივ კატეგორიას გამოხატავენ. წინამდებარე ნაშრომის მიზანი და ამოცანაა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტების გაანალიზება და მათი მსგავსება– განსხვავებების წარმოჩენა. ქართულ კანონმდებლობაში და პრაქტიკაში არსებული ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოშლის რეგულირების დროს არსებული ხარვეზების განხილვა. განხილული თემების უცხოური კანონმდებლობასთან შედარება და აღნიშნული ინსტიტუტების ანალიზი. განხილული იქნება ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულების მოშლის, შეწყვეტის და ხელშეკრულბაზე უარის თქმის ტერმინოლოგიური განმარტებები, სამართლებრივი შინაარსი და პრაქტიკისა და ლიტერატურის შედარების საფუძველზე გაანალიზებული იქნება მათი სამართლებრივი წინაპირობები და შედეგები. კვლევის ობიექტი და საგანი ხელშეკრულებიდან გასვლისა და ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტების დახასიათებაა, მათი გამიჯვნა ერთმანეთისაგან, ხარვეზიანი მუხლების სწორი ინტერპრეტაცია, სასამართლო გადაწყვეტილებების შეფასება და რეკომენდაციების მიცემაა კანონმდებლებისათვის.kaხელშეკრულების შეწყვეტახელშეკრულებიდან გასვლასამართლებრივი წინპირობები და შედეგებიხელშეკრულების შეწყვეტის და ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი წინპირობები და შედეგებიmaster thesis