ხარიტონაშვილი, ჯემალსურმანიძე, ნათიანათიასურმანიძე2021-04-232021-04-232020https://openscience.ge/handle/1/2414The need for economic reforms arises when the economy is in an inefficient state, and transformation is necessary to transition to an effective trajectory. Georgia has passed the difficult path of an economy in transition, the study and understanding of which is crucial for identifying future prospects and promoting sustainable development reforms. The fact that the level of development of the country is unsatisfactory makes the study of the experience of economic reforms of independent Georgia actual. New findings and innovation of the research: the research is a fundamental study of institutional transformations in Georgia that complexly examines the current and past state of the economy and seeks to make logical conclusions about the future course and trajectory of the economy:  From the point of view of institutional reform and comparative analysis of other countries, there is a strong argument that the success of economic reforms largely depends on political will.  The main threat to the Georgian economy is the lack of well-established institutions that put the country on the path of ineffective development. And overcoming it is a major challenge, as evidenced by the analysis of Georgia's international rankings and lagging behind.  The green economy and small entrepreneurship are key factors in sustainable development, and we have tried to prove the importance of government care on their development. We had to interpret these factors in Georgian reality.  In a survey of small entrepreneurs, we found that the state should increase the popularity of measures and reforms to strengthen this institution in order to give entrepreneurs a chance to use opportunities.  Examples of some countries in relation to dodecorization reform are presented in the dynamics and it is explained that dodecorization should not be separated from the course of macroeconomic policy. Moreover, the policy of de-dollarisation would be ineffective without close links to macroeconomic theory. The purpose of the research is to study, analyze, pass conclusions and identify future prospects for sustainable development based on Georgia's transitional economy reforms.ეკონომიკური რეფორმების აუცილებლობის საკითხი დგება მაშინ, როდესაც ეკონომიკა არაეფექტიან მდგომარეობაშია და საჭიროა გარდაქმნები ეფექტიან მიმართულებაზე გადასასვლელად. საქართველომ განვლო გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის რთული გზა, რომლის შესწავლა და გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო პერსპექტივების გამოვლენისა და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობი რეფორმების გასატარებლად. ის ფაქტი, რომ ქვეყნის განვითარების დონე არადამაკმაყოფილებელია, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური რეფორმების გამოცდილების შესწავლას აქტუალურს ხდის. კვლევის მეცნიერული სიახლე და ინოვაციურობა: სადისერტაციო ნაშრომი ანალიტიკური მეთოდით შესრულებული ფუნდამენტური კვლევაა საქართველოში განხორციელებული ინსტიტუციური გარდაქმნების შესახებ, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის ეკონომიკის არსებულ და წარსულ მდგომარეობას და ცდილობს, ლოგიკური დასკვნები გააკეთოს ეკონომიკის სამომავლო კურსისა და განვითარების მიმართულების შესახებ. ნაშრომის ძირითადი სიახლეები და ინოვაციურობა მდგომარეობს შემდეგში:  ინსტიტუციური რეფორების განხორციელებისა და სხვა ქვეყნებთან მიმართებით ჩატარებული კომპარატივისტული ანალიზის კუთხით გამყარებულია მსჯელობა, რომ ეკონომიკური რეფორმების წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებლია პოლიტიკურ ნებაზე.  საქართველოს ეკონომიკის მთავარი საფრთხეა ჯერ კიდევ სრულყოფილად ჩამოუყალიბებელი ინსტიტუციები, რომელიც არაეფექტიანი განვითარების მიმართულებას აძლევს ქვეყანას, ხოლო მისი დაძლევა დიდ სირთულეს წარმოადგენს, რაც დასტურდება საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ლიდერი და ჩამორჩენილი პოზიციების ანალიზით.  ქვეყნის მდგრადი განვითარების ძირითადი ფაქტორებია მწვანე ეკონომიკა და მცირე მეწარმეობა და შევეცადეთ დაგვედასტურებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან მათ განვითარებაზე ზრუნვა. მოგვეხდინა ამ ფაქტორების ინტერპრეტირება ქართულ რეალობაში.  მცირე მეწარმეთა გამოკითხვით დავადგინეთ, რომ სახლემწიფომ უნდა გაზარდოს ამ ინსტიტუციის გასაძლიერებლად გატარებული ღონისძიებებისა და რეფორმების პოპულარიზაცია, რათა მეწარმეებს მიეცეთ ამ შესაძლებლობების გამოყენების შანსი.  დედოლარზაციის რეფორმასთან მიმართებით მოყვანილია რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დინამიკაში და ახსნილია, რომ დედოლარიზაცია მაკროეკონომიკური პოლიტიკის კურსისგან არ უნდა იყოს გამიჯნული. უფრო მეტიც, დედოლარიცაზიის პოლიტიკა მაკროეკონომიკურ თეორიასთან მჭიდრო კავშირის გარეშე არაეფექტიანი იქნება. კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის რეფორმებზე დაყრდნობით ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, დასკვნების გამოტანა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად სამომავლო პერსპექტივების გამოვლენა.kainstitutioneconomic reformransofmtional economyinstitutionl “trap”sustainable developmentინსტიტუციაეკონომიკური რეფორმაგარდამავალი ეკონომიკაინსტიტუციური „ხაფანგი“მდგრადი განვითარებაინსტიტუციური რეფორმები საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაშიdoctoral thesis