ჯანიაშვილი, ლავრენტილავრენტიჯანიაშვილიჯალაბაძე, ნათიანათიაჯალაბაძეJaniashvili, LavrentiLavrentiJaniashviliJalabadze, NatiaNatiaJalabadze2025-02-092025-02-092022https://openscience.ge/handle/1/76392008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში (ყსოაო) მიმდინარე მოვლენები, რუსეთის ექსპანსიონისტური სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს რეგიონის მიერთებას, და სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური გეგმების განხორცილებას. რუსეთის ექსპანსია მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს; სახეზეა სამხედრო, ეკონომიკური, კულტურული, დემოგრაფიული და მორალურ-ფსიქოლოგიური ექსპანსია; ეს მიმართულებები კი იმდენად ურთიერთშეპირობებულია, რომ ერთიან სისტემას ქმნის, სადაც ერთის გააქტიურება დანარჩენებსაც თავისთავად ააქტიურებს. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის სამხედრო ექსპანსია საოკუპაციო ზოლის ბორდერიზაციაში გამოიხატა, რასაც ოსური მხარე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მესაზღვრეების დახმარებით ახორციელებს; რუსეთი ამ ე.წ. საზღვარს ამაგრებს სასაზღვრო ბაზებით, ყოველწლიურად ზრდის სამხედრო კონტინგენტს და აძლიერებს მათ სამხედრო შეიარაღებას—ახდენს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას; რეგიონში ინტენსიურად ტარდება სამხედრო წვრთნები; სამხედრო ძალის დემონსტრირება საოკუპაციო ზოლის აქეთ მყოფი სოფლების მოსახლეობას მორალურად ანადგურებს და მუდმივ შიშში ამყოფებს. საოკუპაციო რეჟიმი აპატიმრებს ე.წ. “საზღვრის დამრღვევთ”; რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უკანონო პატიმართა სიცოცხლის ხელყოფას. კულტურული ექსპანსიის გაცხადებული მაგალითია ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული სკოლების გაუქმებისა და რუსულ სკოლებად მათი გარდაქმნის პოლიტიკა, სკოლებში ქართული ენაზე საუბრის აკრძალვა, ქართული ენისა და ლიტერატურის საათების შემცირება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტთათვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების აკრძალვა და სამაგიეროდ, მათთვის რუსეთის უმაღლესი სასწავლებისაკენ გზის გახსნა. ოფიციალური თბილისის მიერ ეს ქმედებები რუსიფიკაციის პოლიტიკის მორიგ მანიფესტაციად და ოკუპაციის ნამდვილ გამოვლინებად შეფასდა. დაირღვა ტრადიციული ქართულ-ოსური რელიგიური კავშირები, რაც ხელს უწყობდა ამ ხალხთა შორის მჭიდრო ინტეგრაციას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია ოკუპირებულ რეგიონში ფაქტობრივად არ ვრცელდება, ქართული ეკლესიების ნაწილი ბორდერიზაციის შედეგად ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ქართული მღცდელთმასხურება, მხოლოდ რამდენიმე მათგანში აღესრულება. რეგიონის მოსახლეობა ეკონომიკურად სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთის ბაზარზე; გაუქმდა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის როკის საბაჟო; დანარჩენ საქართველოსთან კავშირის არქონის გამო რეგიონის მოსახლეობის გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩრდილოეთისკენ გადის; ინტენსიურად მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო იდენტობას რუსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ ცვლის. რუსეთის პოლიტიკის გამოისობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ქართველი მოსახლეობა იძულებულია ან რეგიონი დატოვოს, ან მოქალაქეობა შეიცვალოს. მოსკოვის ექსპანსიონისტური პოლიტიკა საბოლოოდ საქართველოს ამ ისტორიული ტერიტორიის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ინტეგრირებისაკენ არის მიმართული.The August 2008 war and the subsequent events in self-proclaimed South Ossetia are part of Russia's expansionist plan towards Georgia, thereby striving to gradually integrate the occupied region into its composition and regain control over the South Caucasus. The expansionist policy of Russia is going on in many directions: military, economic, cultural, demographic and moral-psychological; these interdependent directions form a single system, where the activation of one activates the others. Russia's military expansion in the occupied region is primarily reflected in the borderization of the occupation line, which the Ossetian side is carrying out with the assistance of Russian Federal Security Service (FSB) border guards; Russia fortifies this occupation line with border bases, annually increasing its military contingent and strengthening their military armament, i.e. militarizing the occupied territories; the Ossetian occupation regime arrests the so-called "violators" of the "border"; in some cases the right to life of illegal prisoners is violated; intensive military exercises are being conducted; the demonstration of military forces morally destroys the population of Georgian villages on our side and makes them be in constant fear. Examples of Russia’s cultural expansion in the occupied territories include the policy of abolishing Georgian schools and converting them into Russian, the prohibition of the use of the Georgian language in schools, the reduction of classes of the Georgian language and literature, prohibition of Georgian applicants to enter higher education institutions in the territories controlled by Georgia and their access to higher education in Russia; declaring Russian as a working language in the State bodies of the occupied region;; official Tbilisi assessed such actions as a manifestation of the Russification policy and an evident form of occupation. Traditional Georgian-Ossetian religious ties which fostered closer integration between these peoples were broken. The population of the occupied region actually found themselves outside the jurisdiction of the Autocephalous Orthodox Church of Georgia; due to borderization, part of the Georgian churches is in the territory controlled by de facto Ossetia, while the Georgian Church controls only some of them. The population of the region is becoming more and more economically dependent on the Russian market; Roki checkpoint in de facto South Ossetia was abolished; due to the lack of contact with the rest of Georgia, the only way to connect with the outside world, is through the north; the population of the occupied region intensively receives Russian passports, which changes their civil identity in favor of Russian citizenship. Due to Russian policy, the remaining Georgian population in the occupied territories is forced to either leave the region or change their citizenship. Russia's expansionist policy is ultimately aimed at integrating this historic territory of Georgia into the empire.kaსაქართველოთვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთიბორდერიზაციარუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკასამოქალაქო იდენტობის ტრანსფორმაციაGeorgiaSelf-proclaimed South OssetiaBorderizationRussia's Expansionist PolicyTransformation of Civic Identityრუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა ეთნო-კულტურული და სამოქალაქო იდენტობის ტრანსფორმაციის კონტექსტშიRussia's Expansionist Policy in The Context of Ethno-Cultural And Civic Identity Transformation(თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მაგალითზე)(On The Example of Self-Proclaimed South Ossetia)text::journal::journal articlehttps://doi.org/10.48616/openscience-458