კაპანაძე, მაიაგელაშვილი, ანაანაგელაშვილიGelashvili, AnnaAnnaGelashvili2021-12-152021-12-152021https://openscience.ge/handle/1/2708საუდის არაბეთი, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის, ასევე ყურის ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საუდის არაბეთი ცდილობს ყურის ქვეყნებში ლიდერის როლი შეასრულოს, თავის მხრივ ყურის ქვეყნები არამარტო ცდილობენ, არამედ ახერხებენ კიდეც გავლენა მოახდინონ საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკაზე არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ რეგიონს გარეთაც. ხშირად საუდის არაბეთი ცდილბს ყურის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვალოს თავის სასარგებლოდ და ასევე გარკვეული ცვლილებები შეიტანოს მათ დამოკიდებულებაში, როგორც საკუთრივ საუდის არაბეთთან ისე ერთმანეთთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა ყურის გარკვეული ქვეყნები ცდილობენ საუდის არაბეთისგან დამოუკიდებლად იმოქმედონ და არ მოექცნენ მისი გავლენის ქვეშ (კატარი, ქუვეითი) და დამოუკიდებლად დაგეგმონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა. ყურის ქვეყნების დიდი მცდელობა ხშირ შემთხვევაში მათთვის შედეგიანად მთავრდება. ხშირ შემთხვევებში ისინი თვითონვე ახდენენ გარკვეულ გავლენას საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ეს უკანასკნელი სხვადასხვა მეთოდებთან ერთად ყურის ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად ცდილობს გამოიყენოს „ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო“ რის მეშვეობითაც ხშირად აღწევს შედეგს, იმავე ორგანიზაციას იყენებენ ასევე ყურის ქვეყნები საუდის არაბეთის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენა.Saudi Arabia is one of the most important countries in the Middle East and in the Gulf countries. Saudi Arabia is trying to play the role of leader in the region. At the same time the Gulf countries are affected on the foreign policy of Saudi Arabia inside the region as well as beyond its borders. Saudi Arabia is trying to change the foreign policy of the Gulf countries and also to make some changes in their attitude in relation to Saudi Arabia itself and in relation to each other, but some Gulf countries (ex. Qatar, Kuwait) are trying to plan and act their foreign policy independently. Great effort by the Gulf countries often ends well for them. They themselves have some influece on the foreign policy of Saudi Arabia. Most of time Saudi Arabia is trying to use “Gulf Cooperation Counsil” to achive their own goals and the same organizationis also used by Gulf countries to influence on Saudi Arabia.kaსპარსეთის ყურის ქვეყნებისაუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკატერორიზმიყურის ქვეყნების ომებიწინააღმდეგობა საუდის არაბეთს, ირანს, ყატარს შორისყურის ქვეყნების გავლენა საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკაზეThe influence in the Gulf countries on the foreign policy of Saudi Arabiamaster thesis