მახარობლიშვილი, გიორგიბატიაშვილი, ლადოლადობატიაშვილი2019-12-162019-12-162019https://openscience.ge/handle/1/1115წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი საკორპორაციო სამართალში ინფორმაციის გამჟღავნებისა და ფინანსური გამჭვირვალობის მნიშვნელობას შეეხება. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის ეფექტური კორპორაციული მართვა ინფორმაციის გასაჯაროების პოლიტიკის არარსებობისა და არასაკმარისი გამჭვირვალობის პირობებში თითქმის წარმოუდგენელია, ინფორმაციის გამჟღავნების ზოგადი პრინციპების, პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომების, საერთაშორისო მოთხოვნებისა და ეროვნულ დონეზე კანონმდებლობების მიმოხილვა და გაანალიზება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გარდა იმისა, რომ ნაშრომი შედარებით-სამართლებრივი პერსპექტივიდან განიხილავს ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, იგი საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირებასაც ახდენს. ამასთან, ნაშრომი შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც პრაქტიკაში წარმოქმნილი კორპორაციული მართვის პრობლემებისა და გამოწვევების გაანალიზებისა და გადაწყვეტის შედეგად ჩამოყალიბდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამაგისტრო ნაშრომი დეტალურად შეეხება დღეისთვის საქართველოში ინფორმაციის გამჟღავნების კუთხით არსებულ მდგომარეობას, კერძოდ, რეფორმას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 8 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ინიციატივით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო . ახალმა კანონმა ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოაცხადა წინამორბედი, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგებისა და სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების (სმგ) მომზადებისა და საზედამხედველო ორგანოსათვის ანგარიშგებების წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები დაადგინა. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმა ეტაპობრივად, 2016 წლის ივნისიდან ხორციელდება. მოცემულ ნაშრომში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგები დეტალურად არის მიმოხილული. ამასთან, გაანალიზებულია ის ძირითადი ეფექტები, რომელსაც ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმა ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ახდენს. გარდა ამისა, ნაშრომი აფასებს, რეალურად უზრუნველყოფს თუ არა რეფორმა ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოებით.kaბუღალტრული (ფინანსური) აღრიცხვასაერთო დანიშნულების ფინანსური ანგარიშგებაშესადარისობადარიცხვის მეთოდისუფთა (წმინდა) ბრუნვაინფორმაციის გამჟღავნების მნიშვნელობა საკორპორაციო სამართალშიmaster thesis