გუჯეჯიანი, როზეტაGujejiani, Rozetaკომახიძე, ბორისბორისკომახიძეKomakhidze, BorisBorisKomakhidze2025-03-142025-03-142024https://openscience.ge/handle/1/8232სადისერტაციო ნაშრომი ეხება პოლიტიკური იდეოლოგიების მეხსიერებით და თანამედროვე სოციალური კონტექსტით განპირობებული სოციალური ემოციების მანიფესტაციას, საქართველოსა და ლატვიის ქალაქების ფოთისა და ლიეპაიას მოქალაქეთა ცხოვრებასა და აღქმებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ურბანული არეალების თანამედროვე კულტურულ-მორალურ მდგომარეობას. სივრცითი კონსტრუქციისა და მეხსიერების გააზრების კონტექსტში, იდეოლოგიათა ხილვადობის და ძალაუფლების ლეგიტიმაციის ვარიაციების, მათი სოციალური ინტერპრეტაციების და ურბანულ-სივრცითი რეაქციების გზით, ნაშრომი წარმოაჩენს, როგორ განხილვადდება ქალაქების ინფრასტრუქტურა დაარქიტექტურა, სოციალური ემოციებით, რომელთა სენსორული აღქმები ადგილობრივებს უჩენს სიამაყის, სირცხვილისა და გაურკვევლობის განცდებს. 2019-2023 წლებში ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევა, ლიეპაიასა და ფოთის შესახებ, წარმოაჩენს, როგორ ახდენენ ადამიანები ინტერაქციას ისეთ ინფრასტრუქტურასთან, რომელიც დაკავშირებულია ცარისტულ იმპერიალიზმთან, საბჭოთა-სოციალიზმთან, ნაციონალიზმთან, პოსტსოციალიზმისა და ნეოლიბერალულიდეოლოგიებთან. ნაშრომში, პოსტსოციალისტური (და) ნეოლიბერალური ქალაქების ეთნოგრაფიული შესწავლის არეალი დაკავშირებულია, ქართულ და ლატვიურ ურბანულ გამოცდილებასთან და მათი ყოველდღიური გააზრების პრაქტიკასთან, რომ აჩვენოს არქიტექტურული გარემოს გააზრების მორალური არტიკულაცია, ისტორიულად და გეოპოლიტიკურად ერთმანეთთან ერთდროულად დაკავშირებულ და განსხვავებულ საქართველოსა და ლატვიის ქალაქებში. სადისერტაციო ნაშრომი აჩვენებს, როგორ მოქმედებენ, ერთი მხრივ, იდეოლოგიები და მათი გამოცდილება ადამიანის აღქმებსა და ემოციებზე, ხოლო მეორე მხრივ, როგორ რეპრეზენტირდება ყოველდღიური ყოფა, ურბანული ინფრასტრუქტურის მორალურობის გააზრების მეშვეობით. კონკრეტულად, ნაჩვენებია ქალაქის სივრცით არეალებში ფორმირებული სამრეწველო, სამხედრო, კულტურული, სოციალური, საპორტო ინფრასტრუქტურა. მათი ცვალებადობა, მოდიფიკაცია, ტრანსფორმაცია, ადამიანებს უჩენს განცდას, რომ პოსტსოციალისტური გარდაქმნების პირობებში და შემდგომ განვითარებული პროცესების შედეგად ფორმირებული სივრცეების ემოციური გააზრება, ინფრასტრუქტურის ამორტიზების, განადგურების, შექმნის, სამრეწველო პრივატიზებისა და ტრანსფორმირების განხილვადების ინსტრუმენტებია. ნაშრომი ეთნოგრაფიული ანალიზის საფუძველზეპოლიტიკური ძალაუფლების სიმბოლური მანიფესტაციის სოციალურ არამდგრადობას წარმოაჩენს. შედეგად, დასტურდება, რომ ადამიანების ურთიერთობით, სოციალურად და ისტორიულად ფორმირებულ ინფრასტრუქტურასთან, შესაძლებელია დავინახოთ იდეოლოგიათა ხილვადობის პრაქტიკის დროებითი ბუნება, სადაც ურბანული ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც ადამიანის ემოციური მდგომარეობა ერგება თანამედროვე იდეოლოგიურ წესრიგს.This dissertation thesis traces the manifestation of emotions evoked by the memory of political ideologies and the modern social context in the lives and perceptions of citizens of Poti and Liepāja in the cities of Georgia and Latvia. Those are emotions that determine the modern cultural and moral situation of these urban areas. The thesis discusses how the infrastructure, landscape, and architecture of the cities are discussed with social emotions, whose sensory perceptions expose the locals to pride, shame, and uncertainty, in the context of understanding spatial construction and memory, through variations in the visibility and legitimization of ideologies, their social interpretations, and urban-spatial reactions. The ethnographic research conducted in Liepāja and Poti between 2019 and 2023 demonstrates how individuals interacted with an architectural landscape that constituted zones of legitimacy for tsarist imperialism, Soviet socialism, nationalism, post-socialism, and/or neoliberalism. The ethnographic study of post-socialist and neoliberal cities is related to the Georgian and Latvian urban experience and the practice of their everyday understanding to demonstrate the moral articulation of the understanding of the architectural environment, in the simultaneously connected and different cities of Georgia and Latvia. The dissertation demonstrates how ideologies and their experiences affect human perceptions and emotions on the one hand and how everyday life is portrayed on the other through an understanding of the morality of urban infrastructure. The industrial, military, cultural, social, and port infrastructure established in the city's geographical areas is specifically depicted. Their modification and transformation give people the impression that the emotional understanding of the spaces formed under post-socialist transformational conditions and/or as a result of further developed processes are tools for discussing infrastructure depreciation, destruction, creation, industrial privatization, and transformation. The work is an anthropological study based on the analysis of the ethnographic material. It demonstrates the social and cultural instability of the symbolic representation of political power. As a result, I argue that it is possible to see the temporal nature of the practice of the visibility of ideologies through people's relationships with culturally and historically shaped infrastructure, where urban infrastructure as well as human emotional states adapt to the contemporary social and cultural order.kaპოსტსაბჭოთა ურბანული ტრანსფორმაცია და ისტორიული მეხსიერების რეპრეზენტაცია საქართველოსა და ლატვიაში (ფოთი და ლიეპაია)Post-Soviet Urban Transformation and Historical Memory Representation in Georgia and Latvia (Poti and Liepāja)text::thesis::doctoral thesis