ჩაკვეტაძე, გიორგიქავთარაძე, ქეთევანქეთევანქავთარაძე2019-12-172019-12-172019https://openscience.ge/handle/1/1129ნაშრომში საუბარი იქნება თაღლითობის მნიშვნელობაზე, მის პრაქტიკულ მაგალითებსა და კვალიფიკაციის პრაქტიკულ პრობლემებზე. ასევე შევეხები თაღლითობის ცნების მსგავსებას სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულების დარღვევასთან. განმარტებული იქნება მსგავსება და განსხვავება სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძვლებზე. თანამედროვე კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ხშირად ხდება საპოლიციო ორგანოების განხილვის საგანი. წინამდებარე თემაში საუბარი იქნება სწორედ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგებზე, შეუსრულებლობის შედეგებზე, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის მიდგომაზე მსგავსი საკითხების რეგულირების მიზნით, ასევე განვიხილავთ სასამართლოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოლეგიების განსხვავებულ მიდგომას, ქმედების კვალიფიკაციის სტანდარტებს სასარჩელო მოთხოვნისა თუ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. თემის ფარგლებში განვიხილავთ თაღლითობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, თაღლითობაში მოტყუების არსის, როგორც კვალიფიკაციისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობის, მნიშვნელობას. თემის გარკვეული ნაწილი დაეთმობა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულბელობაში მოტყუების მნიშვნელობის განმარტებას. სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით დამდგარი შედეგების ურთიერთშედარება მოხდება მაგალითების ფონზე.kaთაღლითობასამოქალაქო პასუხისმგებლობაფინანსური პირამიდათაღლითობის გამიჯვნა გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამოქალაქო პასუხისმგებლობისგანmaster thesis