დალაქიშვილი, რუსუდანბობოხიძე, ანიანიბობოხიძე2020-08-192020-08-192020https://openscience.ge/handle/1/2043თემის აქტუალობა. ტურისტული ბიზნესი თანამედროვე ეტაპზე მიჩნეულია მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე სწრაფ განვითარებად დარგად. კერძოდ, იგი შედის სამი უმსხვილესი საექსპორტო დარგის რიცხვში ნავთობპროდუქტებისა და ავტომშენებლობის შემდეგ. ამასთანავე ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე რენტაბელურ სფეროს. ამ სფეროში დასაქმებულია დედამიწაზე არსებული სამუშაო ძალის 60%. ამიტომ ტურისტული ბიზნესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია საქართველოს ეკონომიკის აღორძინება განვითარებისათვის, რომელსაც თავისი უნიკალური ტურისტული პოტენციალითა და მრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილი უკავია მსოფლიოში. ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობა მუდმივად იზრდება მსოფლიო მასშტაბით, რაც განპორობებულია ცალკეული ქვეყნის ეკონომიკაზე ტურისტული ბიზნესის გავლენის გაფართოებით. ეკონომიკაში თითქმის შეუძლებელია მოიძებნოს ისეთი ურთიერთდამოკიდებული დარგები, როგორიცაა მოგზაურობის ორგანიზაცია და სასტუმრო–სარესტორნო მომსახურება. ამასთან ერთად ეს ურთიერთდამოკიდებულება სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. ამიტომ ტურიზმის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოში და კომპლექსური პრობლემის წარმატებით გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს მეცნიერულ საფუძველზე ტურისტული ბიზნესისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით. დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ცვლილებები, ქვეყნებსა და საწარმოებს შორის კონკურენტული ურთიერთობები საჭიროებენ მწარმოებელთა ორიენტაციას მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის და საწარმოთა სწორი მარკეტინგული განხორციელება.kaCOVID 19ტურიზმის ინდუსტრიამარკეტინგიქართული ტურიზმის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარზეmaster thesis