წულაძე, ლიააჭაიძე, მახარემახარეაჭაიძე2019-12-232019-12-232019https://openscience.ge/handle/1/1191აღნიშნული კვლევის მიზანია იმიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების შესახებ დისკურსის შესწავლა ქართველი ულტრანაციონალისტების ფეისბუქგვერდებზე. ამ მიზნის შესაბამისადაც დაისვა შემდეგი ამოცანები: 1. იდენტიფიცირება იმ ძირითადი სიტყვების, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ქართულ ულტრანაციონალისტურ ფეისბუქგვერდებზე იმიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ; 2. განსაზღვრა ძირითადი სტერეოტიპების, რომლებიც იმიგრანტებისა და ენთიკური უმცირესობების მიმართ ვრცელდება აღნიშნულ ფეისბუქგვერდებზე; 3. განსაზღვრა, თუ რა ფაქტორები უწყობენ ხელს ულტრანაციონალისტური დისკურსის გააქტიურებას იმიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ. კვლევისთვის შეირჩა 72 ასეთი იდეოლოგიის ფეისბუქგვერდი. მონაცემების შეგროვებისა და ანალიზისთვის გამოყენებული იყო რაოდენობრივი მეთოდი. ჩამოიტვირთა ამ გვერდების მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ყველა პოსტი და კომენტარი. მიღებული მონაცემები გაანალიზდა სტატისტიკური პროგრამა R-ის საშუალებით. გამოითვალა სიტყვების გამოყენების სიხშირეები. ასევე გაირკვა მიგრანტებსა და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული სიტყვები. განისაზღვრა რა სოციალური პროცესები მოქმედებენ ფეისბუქგვერდებისა და მათი მომხმარებლების აქტივობაზე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ გვერდების ტექსტებში ყველაზე დიდი წილი ლიბერალური პოლიტიკის კრიტიკა იყო. ასევე ქართული ულტრანაციონალისტების ნარატივი ხშირად ორიენტალისტური იყო. ეს გამოიხატებოდა აზიური და აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ აგრესიასა და მათზე უპირატესად თავის წარმოჩენაში. აღნიშნულ ფეისბუქგვერდებზე ასევე განსაკუთრებით ხშირი იყო თურქოფობიური პოსტები.55 გვ.kaულტრანაციონალისტური დისკურსი, , , , .ორიენტალიზმითურქოფობიამიგრანტებიეთნიკური უმცირესობებიიმიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების შესახებ დისკურსი ქართველი ულტრანაციონალისტების ფეისბუქგვერდებზეmaster thesis