საჯაია, ლიკასხილაძე, ნინონინოსხილაძე2021-12-082021-12-082021https://openscience.ge/handle/1/2677წინამდებარე ნაშრომის მთავარი მიზანია სოციალურ მედიაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და პატივისა და ღირსების უფლების დაცვის და მათი მიმართების საკითხის მიმოხილვა. სოციალური მედია დღესდღეობით არის ყველაზე მასშტაბური და მზარდი კომუნიკაციის საშუალება. სოციალური მედია წარმოადგენს თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, მისი გავლენა დღევანდელ სამყაროზე საკმაოდ დიდია. სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს აერთიანებს, მათ შორის კი არიან ცნობილი პიროვნებები, ლიდერები, რომლებიც აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს. სოციალური მედია არის სივრცე სადაც უამრავი ადამიანი ერთად იყრის თავს, გამოხატავენ საკუთარ აზრს, აზიარებენ/ავრცელებენ ინფორმაციას, გამოახტავენ იდეებს, აკეთებენ შეფასებებს და სხვა, შესაბამისად დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. სოციალური მედიის ასეთმა განვითარებამ წინ წამოწია აღნიშნული სფეროს სამართლებრივი რეგულირებისა და მისით სარგებლობის გონივრულ ფარგლებში მოქცევის საკითხი. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადამიანთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და პატივისა და ღირსების უფლებები ხშირად ირღვევა სოციალურ მედიაში, მოცემულ ნაშრომში განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პირთა არაქონებრივი უფლებების სამართლებრივი მიმოხილვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, პატივისა და ღირსების უფლებათა დაცვა და მათ შორის მიმართება და ბალანსის არსებობის საჭიროება. აღნიშნული საკითხები კი მიმოხულული იქნება როგორც ქართული ასევე საერთაშორისო პრაქტიკისა და საკანონდებლო მოდელის შედარებითი ანალიზის საფუძველზე.The main purpose of this thesis is to review the issue of protection and relation of freedom of speech and expression and the honor and dignity right on social media. Social media is the most widespread and growing means of communication today. Social media is an integral part of modern life, its impact on today’s world is quite big. The number of social media users in the world units billions of people, including celebrities, leaders who actively use social networks. Social media is a space where a lot of people gather, express their opinion, share / disseminate information, express ideas, make assessments and etc., therefore, the fact of the violation of the human rights have been revealed over times. Such development of social media has raised the issue of legal regulation of this field and its use within reasonable limits. In view of the above, as the freedom of speech and expression and the honor and dignity rights are often violated on social media, this thesis will address important issues such as the legal review of non-property rights, protection and relation of freedom of speech and expression and honor and dignity rights and the need for their balance. These issues will be reviewed based on a comparative analysis of both, Georgian and international practice and the legislative model.kaსიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და პატივისა და ღირსების უფლების დაცვასოციალური მედიაგამოხატვის თავისუფლებისა და პატივისა და ღირსების უფლებათა დაცვა და მათი მიმართება სოციალური მედიის ჭრილშიmaster thesis