შალიკაშვილი, მორისდიაროვი, ლაშალაშადიაროვი2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/981თემის აქტუალურობა - წინამდებარე ნაშრომი შეეხება „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და „კანონიერი ქურდობის“ დანაშაულთა თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს. 2005 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები და კოდექსს დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 223 მუხლი, რომლის დასახელებაც არის: „მუხლი 223 „ქურდული სამყაროს წევრობა“, „კანონიერი ქურდობა“. ასევე 2005 წლის 20 დეკემბერს კიდევ ერთი სიახლე დამტკიცდა, კერძოდ, მიღებული იქნა კანონი ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტზე. ამ კანონის მე-3 ნაწილი გვაძლევს „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცნებების განმარტებას. მართალია, მანამდე არსებული კანონმდებლობა უკვე შეიცავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გარკვეულ იურიდიულ მექანიზმებს, თუმცა ეს მექანიზმები არ იყო საკმარისი კრიმინალური გაერთიანებების, ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისა და რეკეტიორობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომაც განხორციელდა აღნიშნული ცვლილებები, თუმცა ამ საკითხისადმი სახელმწიფო პოლიტიკისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიდგომის ცვალებადობამ, გავლენა იქონია სსკ-ის 223 მუხლის არაერთგვაროვან გამოყენებაზე. ვფიქრობთ, საინტერესოა „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და „კანონიერი ქურდობის“ დანაშაულთა თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულებისა და სასამართლო პრაქტიკის ცვალებადობის გამომწვევი მიზეზების ანალიზი. ნაშრომის ფარგლებში, შევეცდები მაქსიმალურად ამომწურავად განვიხილო აღნიშნული საკითხები და დასმულ შეკითხვებს გავცე პასუხები. წინამდებარე ნაშრომის ძირითად მიზანს წარმოადგენს, „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და „კანონიერი ქურდობის“ თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიდგომისა და სასამართლო პრაქტიკის შეცვლის გამომწვევი მიზეზების დადგენა. ამავდროულად, შევეცდებით დავსახოთ „ქურდული სამყაროს“ შესუსტებისა და მისი საბოლოოდ დამარცხების გზები, განვიხილოთ ის პრევენციული მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც, ჩვენი აზრით, ნაყოფიერი იქნება „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლაში.ka„ქურდული სამყარო“სისხლის სამართლის პოლიტიკის პრინციპებიკანონიერი ქურდებისახელმწიფო პოლიტიკა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაშიmaster thesis