მაჭარაშვილი, ნანიკიკალეიშვილი, ანანოანანოკიკალეიშვილი2020-01-092020-01-092017https://openscience.ge/handle/1/1277The paper attempts to examine and demonstrate the internal organizational communication existing in the public sector organizations of Georgia and its impact on the success of the organizations. For study and comparative analysis of predetermined variables, the paper deals with two public sector institutions of Georgia: LEPL Social Services Agency and LEPL Public Service Hall. Along with the research, based on the secondary literature, the work includes preliminary hypotheses to guide the research disseminations. Furthermore, the study includes analysis of strategy, charter and other organizational documents of selected organizations. For the purposes of this paper the qualitative research method was used. Employees of the Social Service Agency, as well as the Public Service Hall were interviewed. Two basic variables are defined within this paper: independent - Internal organizational communication, dependent - The success of the organization. As the result of this study, the positive correlation has been found between the effective internal organizational communication and the organizational success.ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას საქართველოს მაგალითზე შეისწავლოს და წარმოაჩინოს საჯარო სექტორის ორგანიზაციებში არსებული შიდა ორგანიზაციული კომუნიკაცია და მისი გავლენა ორგანიზაციების წარმატებაზე. წინასწარ განსაზღვრული ცვლადების შესასწავლად და შედარებითი ანალიზისათვის ნაშრომში განხილულია საქართველოს საჯარო სფეროს დაქვემდებარებული ორი დაწესებულება: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ თბილისის იუსტიციის სახლი. კვლევის პარალელურად, მეორად ლიტერატურაზე დაყრდნობით, გამოტანილია წინასწარი ჰიპოთეზები, რომელიც გადამოწმებულია კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე. კვლევა ასევე მოიცავდა შერჩეული ორგანიზაციების სტრატეგიის, წესდების და სხვა ორგანიზაციული მნიშვნელობის დოკუმენტების შესწავლას. კვლევისათვის გამოყენებული იყო თვისებრივი კვლევის მეთოდები. სოციალური მომსახურების სააგენტოში, ისევე როგორც იუსტიციის სახლში ჩაიწერა ინტერვიუები როგორც ზედა და საშუალო რგოლის, ასევე ქვედა რგოლის(წინა ხაზი) თანამშრომლებთან. კვლევაში გამოყოფილია შემდეგი ცვლადები: დამოუკიდებელი - შიდა ორგანიზაციული კომუნიკაცია, დამოკიდებული - ორგანიზაციის წარმატება. კვლევის პროცესში გაზომილია წინასწარი ჰიპოთეზა. შედეგად შეფასებულია, რომ ეფექტური შიდა ორგანიზაციული კომუნიკაცია დადებით გავლენას ახდენს ორგანიზაციის წარმატებაზე.51 გვ.kaკომუნიკაციაშიდა ორგანიზაციული კომუნიკაციადასაქმებულთა შრომისუნარიანობაორგანიზაციის წარმატებაშიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის გავლენა ორგანიზაციის წარმატებაზე საქართველოს საჯარო სექტორის მაგალითზეიუსტიციის სახლი და სოციალური მომსახურების სააგენტოmaster thesis