რუსიაშვილი, გიორგიგამხუაშვილი, მარიამმარიამგამხუაშვილი2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/884წინამდებარე ნაშრომი ემსახურება, ქართულ ყოფით ცხოვრებაში დამკვიდრებული ტერმინის ე.წ „ბინის გირავნობის“ განმარტებას, მხარეების მიერ აღნიშნული ტერმინის ქვეშ მოაზრებული სამართლებრივად გამართული კონსტრუქციების გაანალიზებას და სამართლებრივი მიზნის მიღწევის საშუალებების განხილვას. ე.წ. „ბინის გირავნობის ხელშეკრულების დადებისას, მხარეები, როგორც წესი, გულისხმობენ სესხის, იპოთეკის და სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სადგომის, ბინის, სარგებლობის ხელშეკრულებათა სინთეზს, რომლის მიზანია, კრედიტორმა ისარგებლოს იპოთეკით დატვირთული ნივთით, ხოლო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ბინის მის საკუთრებაში გადასვლით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სესხის ხელშეკრულების დადებაზე მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება. შესაბამისად, საკმაოდ აქტუალურია სესხის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებიც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 5 თვეში, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 13 ივნისამდე დარეგისტრირდა იპოთეკის 37 442 ხელშეკრულება. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს რომ საქართველოში სესხის ხელშეკრულება, უზრუნველყოფის სახით უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვასთან კომბინაციაში ძალიან მოთხოვნადია.kaბინის გირავნობახელშეკრულებასამართლებრივი კონტექსტიე.წ. „ბინის გირავნობის“ ხელშეკრულებაmaster thesis