თოდუა, ნონაცუცქირიძე, ლაშალაშაცუცქირიძე2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/98621-ე საუკუნე ჰუმანიზმის ხანაა. დღესდღეობით ადამიანის განვითარებამ კაცობრიობის ისტორიაში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. სიცოცხლე კი კიდევ უფრო დაფასდა. თუმცა საკითხავია, ეს სინამდვილეა თუ მოჩვენებითი? მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადამიანები სიყვარულზე, ურთიერთ თანადგომაზე და ადამიანების ღირსებებზე საუბრობენ, ჯერ არ დაბადებული ბავშვები ყველას ავიწყდება და მათ, როგორც სხეულის უსარგებლო ნაწილებს, ისე ექცევიან. დღეს აბორტები მსოფლიოს სენია. მსოფლიოში 1980 წლიდან დღემდე დაახლოებით მილიარდ ნახევარი აბორტი არის ჩატარებული. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში აბორტები ლეგალიზებულია, ხოლო იმ ქვეყნებში სადაც აბორტების მიმართ მკაცრი პოლიტიკაა, მოსახლეობა მოითხოვს, რომ აბორტები ლეგალური გახდეს. აბორტების საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოშიც. 2002 წლიდან 2018 წლის ჩათვლით საქართველოში დაახლოებით 426 900 აბორტი დაფიქსირდა. ეს საგანგაშო მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში შობადობა არც ისე მაღალია, ხოლო მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზით წლიდან წლამდე მცირდება. ეკლესია მუდამ გამოდიოდა აბორტების წინააღმდეგ. საქართველოს პატრიარქი ილია II, პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ასევე სხვა სასულიერო პირები მუდმივად ქადაგებენ აბორტის ცოდვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც აბორტების სიმრავლე ჰქვია, სახელმწიფო არ ზრუნავს დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლის დაცვაზე. მეტიც საქართველოს სსკ 133-ე მუხლი, რომლითაც დასჯადია უკანონო აბორტი, ფეტუსის სიცოცხლეს საერთოდ არ იცავს. უღირს კი სახელმწიფოს თავისი შთამომავლობის სიცოცხლის ხარჯზე საკუთარი ,,ბედნიერი მომავლის“ აშენება? აბორტის შესახებ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა თქვა: ,, მე შევამჩნიე, რომ აბორტის მომხრეები ის ადამიანები არიან, რომელთაც უკვე მოასწრეს დაბადება.“ მართლაც, ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც უფლის წყალობით მოვევლინეთ ქვეყანას, გვაქვს უფლება უმიზეზოდ მოვუსწრაფოთ ჯერ არ დაბადებულ ბავშვებს სიცოცხლე?kaპასუხისმგებლობა უკანონო აბორტისთვისაბორტის ცნებასისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობასისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უკანონო აბორტისთვისmaster thesis