კაჭარავა, ვასილბარნოვი, მიხეილჩიტაძე, ნიკაKacharava, VasilBarnovi, MikheilChitadze, Nikaჩანგიანი, მარინემარინეჩანგიანიChangiani, MarineMarineChangiani2025-03-152025-03-152023https://openscience.ge/handle/1/8250სადოქტორო დისერტაციის კვლევის ობიექტს წარმოადგენს აშშ-საქართველოს ურთიერთობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში. კვლევის მთავარი მიზანია ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტების შესწავლა, ამის საფუძველზე დასკვნების გაკეთება და რეკომენდაციების შემუშავება. სადისერტაციო ნაშრომის აქტუალობას განაპირობებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან პოლიტიკური თანამშრომლობის დინამიკა, რაც საქართველოსთვის არის სტაბილურობის, უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების გარანტი და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის - სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა. საკვლევი საკითხის აქტუალობას, აგრეთვე, განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული მიზნის მისაღწევად ქვეყნის სწორი საგარეო პოლიტიკის გატარების აუცილებლობა. სადოქტორო ნაშრომის მნიშვნელობას რამდენიმე საკითხი განსაზღვრავს: 1. ამერიკის და საქართველოს ურთიერთობა საერთო ინტერესებზე და ღირებულებებზეა დამყარებული და ეს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება და მეტად ნაყოფიერი ხდება; 2. რეგიონში საქართველო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, რომლის მოსახლეობის უმეტესობის არჩევანია დასავლური კურსი; 3. ამერიკის გავლენის გაზრდა რეგიონში ხელსაყრელია საქართველოს განვითარებისთვის; 4. საქართველომ ამერიკის მხარდაჭერით უნდა გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და გააუმჯობესოს ნატო-ს ძალებთან თავსებადობა. კვლევა მიზნად ისახავს გამოავლინოს და შეისწავლოს ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოსთან ურთიერთობა - მათ შორი იმის კვლევა, თუ რა როლს თამაშობდა შტატები რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში, იმის გამოვლენა, თუ რა მიმართულებით უფრო გაღრმავდა ურთიერთობა საქართველოსთან, რა შედეგების მომტანი იყო მრავალრიცხოვანი ოფიციალური ვიზიტები და ორმხრივი შეხვედრები. ასევე, პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და შეერთებული შტატების შეფასებები პანდემიისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე - მათ შორის ის, თუ რა როლს ასრულებდნენ ამერიკელი ოფიციალური პირები საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროს. კვლევა ეფუძნება ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში მიღებულ სხვადასხვა მეთოდს, როგორებიცაა კრიტიკული ანალიზის, შედარებითი ანალიზის, პირველწყაროების ანალიზის, შინაარსის ანალიზის, ინდუქციის, დედუქციის, აგრეთვე, შემთხვევის შესწავლის მეთოდი და სხვ. იგი დაფუძნებულია ინტერდისციპლინურ კვლევაზე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგსა და მიმართულებას. კვლევა, ძირითადად, ეფუძნება პირველწყაროებს, როგორებიც არის: საავტორო წიგნები, ოფიციალური დოკუმენტები, წერილები, კომენტარები, შესაბამისად, გამოყენებული იყო პირველწყაროების ანალიზისა და შინაარსის ანალიზის მეთოდები. რადგან კვლევა მოიცავს უახლოესი ისტორიის მოვლენების შესწავლას, შესაბამისად, ინფორმაცია და მასალები თითქმის არ მოიპოვება ქართულ ენაზე, მიგვაჩნია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ორი ქვეყნის პარტნიორობის ფარგლებში პოლიტიკური მოვლენების განვითარების გამოვლენა და შესწავლა თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ამერიკისმცოდნეობის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლისა და განვითარების თვალსაზრისით. წინამდებარე ნაშრომი სასწავლო მასალად შეიძლება იყოს გამოყენებული საუნივერსიტეტო სივრცეში, მაგალითად, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტში. აღნიშნული კვლევისას დამუშავებული მასალები შემდგომ სამეცნიერო კვლევებში მათი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. რადგან დისერტაციის ფარგლებში ჩატარებული კვლევა ინტერდისციპლინურია და აერთიენებს ჰუმანიტარულ, სოციალურ, პოლიტიკური მეცნიერებათა სხვადასხვა დარგს, მისი შედეგები დაეხმარება შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს ცოდნის გაღრმავებაში. ამასთანავე, აღნიშნული სამეცნიერო კვლევის შედეგები საინტერესო იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისთვისაც, განსაკუთრებით, ნაშრომის ის ნაწილი სადაც დეტალურად განხილულია ორი ქვეყნის ურთიერთობის გაგრძელება ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე წელს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული თავდაცვის, უსაფრთხოების და სხვა მიმართულებით. ნაშრომი შედგება აბსტრაქტის, შესავლის, 3 თავის, 9 ქვეთავის, დასკვნისა და 211 ნომრიანი ბიბლიოგრაფიისგან.The object of research of the dissertation is the U.S.-Georgia relations under the administration of President Donald Trump. The main task of the research is to study the aspects of the U.S.- Georgia cooperation during the Trump administration, draw conclusions and develop recommendations based on this. The significance of the research is determined by the dynamics of political cooperation with the strategic partner of Georgia, which is a guarantee of stability, security and democratic development for Georgia, and for the United States of America - protection of geopolitical interests in the South Caucasus. The relevance of the research issue is also determined by the need to pursue the right foreign policy of the country in order to achieve the national goal of Georgia. Several issues determine the importance of the dissertation: 1. The relations between the U.S. and Georgia are based on common interests and values, and these relationships are constantly developing and becoming more fruitful; 2. In the region, Georgia is one of the most reliable partners of America, the majority of whose population chooses the Western course; 3. Increasing the American influence in the region is favorable for the development of Georgia; 4. Georgia, with the support of the USA, should strengthen the country's defense capability and improve compatibility with NATO forces. The research aims to identify and study the foreign policy of the Trump administration in the South Caucasus and relations with Georgia - including the study of what role the States played in the political events in the region, the direction in which relations with Georgia were deepened, the results of numerous official visits and Bilateral meetings. In addition, the political crisis in Georgia and assessments of the United States during the pandemic and geopolitical changes - including the role of American officials during the political crisis in Georgia. The research is based on various methods used in the humanities, social and political sciences, such as critical analysis, comparative analysis, primary source analysis, content analysis, induction, deduction, as well as case study method and others. It is based on interdisciplinary research that combines different fields and directions. The research data is mainly drawn from primary sources such as authors’ books, scientific literature, official documents, letters, commentaries, reports and others. Hence the research includes the study of the events of recent history, therefore, information and materials are almost not available in the Georgian language, we believe that revealing and studying the development of political events within the framework of the partnership between the two countries during the Trump administration will make a modest contribution to the study and development of American studies, history and international relations. The dissertation can be used as teaching material in the university space, for example, in the Institute of American Studies. The materials processed during the mentioned research provide the opportunity to use them in further scientific research. In addition, the results of the mentioned scientific research will be interesting for specialists in international relations, especially the part of the paper where the continuation of relations between the two countries in the first year of Trump's presidency and important steps taken in defense, security, and other directions are discussed in details. The dissertation consists of abstracts in Georgian and English languages, an introduction, 3 chapters, 9 subchapters, a conclusion and a bibliography which includes 211 sources.kaაშშ-საქართველოს ურთიერთობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდშიtext::thesis::doctoral thesishttps://doi.org/10.48616/openscience-540