აფთარაშვილი, ქეთევანჯავახიშვილი, ნინონინოჯავახიშვილი2020-10-212020-10-212020https://openscience.ge/handle/1/2135The master's thesis deals with the process of checking (Monitoring) the fulfillment of the conditions of authorization in the higher education institution of Georgia and the problems related to it, examines how "verification of authorization conditions through monitoring" is regulated, procedures and regulations are written and defined at the level of legislation, how consistent these procedures are and how well they serve the purposes of verifying authorization conditions through monitoring. Based on the established regulations, how the monitoring procedures defined by law are completed, what are the implemented practices and precedents of the monitoring process, the what extent of monitoring mechanisms are adopted and their impact and how beneficial they are for the development of both the higher education institution and the higher education system. The main goal of the research was to study and establish, as a result of a thorough analysis, the mechanism of external quality assurance for the Georgian education system, "the process of fulfillment of authorization standards through monitoring", how uniform, consistent, clear and transparent is this mechanism for higher education institutions, where and what problems arise in the conduct of monitoring, how transparent and uniform the established regulations and practices are for both the assessor and the recipient of the assessment. This master's thesis discusses the process of planned and unscheduled monitoring in higher education institutions, its importance and assessment of monitoring procedures already implemented in higher education institutions of Georgia in order to determine compliance with the authorization standards. Numerous issues and challenges have been identified regarding monitoring procedures, ways to address them and further research needs. The present thesis, due to the actuality of the topic, includes important news. In particular, the fact that today in the Georgian reality there is no systematic analysis of the evaluation of monitoring conducted in accordance with the standards of authorization in higher education institutions. The thesis describes and analyzes the literature, the legal framework related to the monitoring process, mechanisms and regulations. The results and recommendations developed in the thesis, will be available to the public and stakeholders as well as guidance material (the thesis provides specific recommendations for the parties involved in the monitoring process to ensure that the monitoring process is conducted properly).სამაგისტრო ნაშრომი ეხება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგი) პროცესსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, იკვლევს თუ როგორ არის ,,ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით’’ დარეგულირებული, პროცედურები და რეგულაციები გაწერილი და განსაზღვრული კანონმდებლობის დონეზე, რამდენად თანამიმდევრულია ეს პროცედურები და რამდენად ემსახურება ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნების შესრულებას მონიტორინგის გზით. დადგენილი რეგულაციების საფუძვლად, როგორ სრულდება კანონით განსაზღვრული მონიტორინგის პროცედურები, როგორია მონიტორინგის პროცესის განხორციელების დანერგილი პრაქტიკა და პრეცენდენტები, მონიტორინგის მექანიზმები, რამდენად არის მიღებული მისი გავლენა და რაობა, რამდენად სასიკეთოა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ასევე უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისათვის. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, საფუძვლიანი ანალიზის შედეგად შეგვესწავლა და დაგვედგინა, საქართველოს განათლების სისტემისათვის გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის, ,,ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების პროცესი მონიტორინგის გზით’’, რამდენად ერთგვაროვანი, თანმიმდევრული, ცხადი და გამჭვირვალე მექანიზმია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, სად და რა პრობლემები იკვეთება მონიტორინგის წარმოებისას, დადგენილი რეგულაციები და დანერგილი პრაქტიკა, რამდენად გამჭვირვალე და ერთგვაროვანია, როგორც შემფასებლისათვის, ასევე შეფასების მიმღებისათვის. წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომში განხილულია სწორედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის პროცესი, მისი მნიშვნელობა და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე განხორციელებული მონიტორინგების პროცედურების შეფასება. მონიტორინგის პროცედურებთან დაკავშირებით იდენტიფიცირდა უამრავი საკითხი და გამოწვევა, მათი გადაჭრის გზები და შემდგომი კვლევის საჭიროებანი. წინამდებარე ნაშრომი, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მოიცავს მნიშვნელოვან სიახლეს. კერძოდ, ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ქართულ რეალობაში არ მომხდარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული მონიტორინგების შეფასების სისტემური ანალიზი. ნაშრომის ფარგლებში აღწერილი და გაანალიზებულია ის ლიტერატურა, საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უკავშირდება მონიტორინგის პროცესს, მექანიზმებსა და რეგულაციებს. საზოგადოებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ნაშრომში წარმოდგენილი შედეგებისა და შემუშავებული რეკომენდაციების გამოყენება შესაძლებელი იქნება სახელმძღვანელო მასალადაც (ნაშრომში წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები მონიტორინგის პროცესში ჩართული მხარეებისთვის, რათა მონიტორინგის პროცესი სწორად წარიმართოს).kaუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზითსაქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგი) პროცესი და მასთან დაკავშირებული პრობლემებიmaster thesis