თოდუა, ნონაცეცხლაძე, გიორგიგიორგიცეცხლაძე2019-12-162019-12-162019https://openscience.ge/handle/1/1109დანაშაულის ამსრულებლობა და თანამონაწილეობა სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტებია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით, კერძო ნაწილის თითოეული მუხლი აგებულია ერთპიროვნულ ამსრულებელზე, ე.ი. არ არსებობს დანაშაული ამსრულებლის გარეშე. იგი დანაშაულის ცენტრალური ფიგურაა. ხოლო დანაშაულში თანამონაწილე პირი დამოუკიდებლად დანაშაულს ვერ ჩაიდენს; მასთან ერთად აუცილებელია არსებობდეს მინიმუმ ერთი ამსრულებელი. ამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის საკითხი, მიუხედავად ამ საკითხზე არსებული არაერთი გამოკვლევისა, სისხლის სამართლის დოგმატიკასა და პრაქტიკაში დღემდე საკამათოა. საქართველოში დანაშაულის ამსრულებლობისა და თანამონაწილეობის საკითხებს მონოგრაფიები მიუძღვნეს ისეთმა გამოჩენილმა მეცნიერებმა, როგორებიცაა პროფესორები: თინათინ წერეთელი, ოთარ გამყრელიძე, ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი.kaამსრულებლობათანამონაწილეობაწამქეზებელითანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნაmaster thesis