გიგუაშვილი, გიულიმიდელაშვილი, ლუიზალუიზამიდელაშვილიMidelashvili, LuizaLuizaMidelashvili2022-01-312022-01-31https://openscience.ge/handle/1/2818უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის კეთილდღეობის ზრდისა და მდგრადი განვითარებისათვის. საქართველოს განათლების სისტემის გადასვლამ ევროპულ სტანდარტებზე დღის წესრიგში დააყენა განათლების ხარისხის მართვის ახალი პრინციპების, ხარისხის მენეჯმენტის თანამედროვე კონცეფციების დანერგვის აუცილებლობა, რაც თავის მხრივ, მოითხოვს საკითხის სისტემურ შესწავლას და სამეცნიერო კვლევების გაღრმავებას. სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მიზანია: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის პროცესის გაანალიზება, ხარისხის უზრუნველყოფაზე მოქმედი ფაქტორების გამოკვეთა და ხარისხის სრულყოფის რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ობიექტს წარმოადგენს უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროცესის მართვის, ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის სისტემა. ნაშრომში განხილულია უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სრულყოფის მექანიზმები, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტების ადაპტაცია და ხარისხის მართვის ოპტიმიზაცია. სამაგისტრო ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს განათლების ხარისხის კონტროლის, უზრუნველყოფისა და მართვის ძირითადი პრინციპების საფუძველზე ხარისხის მართვის ეფექტური მეთოდების დამუშავება საგანმანათლებლო მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით. ნაშრომის პრაქტიკული ღირებულებაა ავტორის მიერ წარმოდგენილი წინადადებები და მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების ხარისხის მართვის სისტემის განვითარებას და შემდგომ სრულყოფას.Ensuring the quality of higher education is crucial for the growth and sustainable development of the country. The transition of the Georgian education system to European standards has put on the agenda the need to introduce new principles of education quality management, modern concepts of quality management, which, in turn, requires a systematic study of the issue and the deepening of scientific research. The aim of the master's thesis research is: to analyze the quality management process in higher education institutions, to identify the factors affecting quality assurance and to develop quality improvement recommendations. The object of research is the system of management, quality assurance and control of the educational process in universities. The paper discusses the mechanisms for improving the quality management of higher education, the adaptation of universities in the European educational space and the optimization of quality management. The scientific novelty of the master's thesis is the development of effective methods of quality management based on the basic principles of quality control, provision and management of education, taking into account the specifics of educational services. The practical value of the paper is the suggestions and opinions presented by the author, the consideration of which will contribute to the development and further improvement of the quality management system of universities.kaუმაღლესი განათლებაუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიხარისხის უზრუნველყოფა და მართვახარისხის მართვის ევროპული მოდელისაქართველოხარისხის მართვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიQuality Management in Higher Education Institutions(სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგალითზე)master thesis