ჩიტაშვილი, ნათიახუციშვილი, ანაანახუციშვილი2019-12-052019-12-052019https://openscience.ge/handle/1/913როგორც წესი, ხელშეკრულების მხარეებისათვის ხელშეკრულების დადების ძირითადი მოტივაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღებაა. სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერი მონაწილეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლით სწორედ რეალური შესრულების მიღებას ესწრაფვიან, თუმცა მათი მოლოდინები ყოველთვის არ მართლდება. ზოგჯერ ხელშეკრულების ერთ-ერთი (ან ორივე) მხარე, მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების „მსხვერპლი“ ხდება და ვერ იღებს იმ შესრულებას, რაც ხელშეკრულების თანახმად უნდა მიეღო. თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებული მხარე ვერ შეძლებს საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენას. პირიქით, თითქმის ყველა არსებული მართლწესრიგი ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულ მხარეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სამართლებრივი დაცვის საშუალების ძირითადი მიზანია ჩააყენოს დაზარალებული მხარე იმ სიტუაციაში, რომელშიც იგი იქნებოდა ხელშეკრულება რომ არ დარღვეულიყო , შესაძლოა, ზოგიერთი სამართლებრივი დაცვის საშუალებამ, სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებასთან შედარებით, უკეთ უზრუნველყოს დაზარალებული მხარის შელახული ინტერესის აღდგენა. ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ დაზარალებული მხარის მიერ ამა თუ იმ სამართლებრივი დაცვის საშუალებისთვის მიმართვა, შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ უნდა აკისრებდეს ხელშეკრულების მეორე მხარეს. ყოველივე აღნიშნული წარმოშობს მეორად მოთხოვნათა შორის როგორც გამომრიცხავ, ასევე ალტერნატიულ კონკურენციას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სხვადასხვა მოთხოვნის კუმულაციურად არსებობაცაა შესაძლებელი.kaნაკლიანი შესრულებამეორადი მოთხოვნის უფლებავალდებულების შესრულებანაკლიანი შესრულების თანმდევი მეორადი მოთხოვნის უფლებათა კონკურენცია და ვალდებულების შესრულებაზე ორიენტირების ხარისხიქართული სამართლისა და ვენის კონვენციის მიხედვითmaster thesis