გერსამია, მარიამგოგოლაძე, თეონათეონაგოგოლაძე2020-01-212020-01-212018https://openscience.ge/handle/1/15251990 წლის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, პოლიტიკა, ახალი ამბები იქცა ქართული საზოგადოების განუყოფელ ნაწილად. თითქოს საზოგადოება დამოკიდებულია პოლიტიკაზე და ყოველდღიურად საჭიროებს ახალი ამბებიდან მიღებულ ინფორმაციას, მმართველი პოლიტიკური პარტიის ან ოპოზიციური პარტიების შესახებ. ეპოქაში, სადაც საზოგადოების ასეთი ინტერესია პოლიტიკური მოვლენების მიმართ, საჭიროა ჩატარდეს იმ მოვლენების მონიტორინგი, რომლებიც მედიაში შუქდება. სწორედ ამიტომ, სამაგისტრო ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, გავარკვიოთ პოლიტიკური პარტიების აქტივობა და მათი მედიაში გაშუქების როგორც რიგითობა, ასევე მათთვის დათმობილი საეთერო დრო („ფილტრის თეორიის“ ფარგლებში). უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგაგად, მეოცე საუკუნის განმავლობაში მნიშველოვნად გაიზარდა მედიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მედია საზოგადოებას აწვდის უმნიშვნელოვანეს ცნობებს და ზემოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე, რადგან არსებითად განაპირობებს წარმოდგენის შექმნასა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ნივთების, მოვლენების და ინსტიტუტების მიმართ. როგორც პოლიტიკური პარტიები იქცნენ დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად და მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების მთავარ ელემენტად, ასევე თავისუფალმა მედიამ დაიკავა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი თანამედროვე დემოკრატიაში. ასე რომ, დღეისათვის, განვითარებულ დემოკრატიაზე საუბარიც კი ზედმეტია იქ, სადაც არ არსებობს თავისუფალი მედია.kaმასობრივი ინფორმაციის საშუალებებიპოლიტიკური ზეგავლენის მექანიზმიგეითქიფინგიგეითქიფინგი („ფილტრის თეორია“) და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქება ქართულ სატელევიზიო მედიაშიmaster thesis