Boris Komakhidze2026-07-082026-07-082023https://openscience.ge/handle/1/8754სტატიაში განხილულია სამრეწველო ქალაქის, ზესტაფონის პოსტსაბჭოთა იდენტობის ტრანსფორმაცია, რომელიც ეყრდნობა 2017-2019 წლებში ჩატარებულ ეთნოგრაფიულ კვლევას. საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი წარმატებული სამრეწველოქალაქი ზესტაფონი, საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი დეკა-დის გასვლის შემდეგ, ისევ ღირებულების გადაფასების პროცესშია. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა პირველი უდი-დესი საწარმოა საქართველოში, რომელიც 1933 წელს შეიქმნა და ქალაქის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ფაქტორად იქცა. ცვლილებების მიუხედავად, ნეოლიბერალურ ეკონომიკურ სისტემაში, ფეროშენადნობთა წარმოება ადგილობრივთა და სახელმწიფო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებშია მოქცეული და სამომავლო პერსპექტივები წარმოების პროცესთანაა დაკავშირებული. ახალმა საბაზრო წესრიგმა კრიზისი და უმუშევრობა გამოიწვია ქალაქში. 1990-იანი წლებიდან ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ებრძვის სიღარიბეს. "ხსნის იმედად” ჯერ კიდევ ამორტიზებული, შემდეგ კი პრივატიზებული ფეროშენადნობთა ქარხნის ნარჩენები იქცა, რომელიც ქალაქის მატერიალურ ფორმას ქმნის 1930-იანი წლებიდან. 2007 წელს ქარხნის მფლობელი "ჯორჯიან მანგანეზი” გახდა, რომელმაც დაიწყო საწარმოს რესტრუქტურიზაცია. 2010-იანი წლებიდან ფეროშენადნობთა ქარხანა ადგილობრივთა გარემოსდაცვითი აქტივიზმის არეალად იქცა. შეიქმნა მოხალისეობრივი გაერთიანება, რომელიც კომპანიას სთხოვს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. საკვლევი პრობლემის აქტუალობას განაპირობებს პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის სოციალური და კულტურული გავლენების შესწავლის აუცილებლობა. კვლევის მიზანია გავიგო, საბჭოთა პერიოდში მუშათა ინდუსტრიულმა ქალაქმა და დასაქმების უდიდესმა ბაზამ, ზესტაფონმა შეძლო თუ არა მძიმე ინდუსტრიის ბაზაზე ახალი სამრეწველო გადაწყობა. როგორ აისახა მის ურბანულ სივრცეზე პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და "იდენტობის ძიების” პროცესი. ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ვცდილობ დავადვინო რა ტიპის იდენტობას ქმნის ზესტაფონი თანამედროვე ყოფაში და გამოვავლინო ადაპტაციის ის ფორმები, რომელსაც მოსახლეობა თავის გასატანად მიმართავს პერიოდულადThis essay analyzes the ways in which the post-industrial, post-Soviet identity of the city evolves. In this article, I look at societal changes through the lens of urban anthropology. Following the creation of the Soviet Union, industrial growth dominated urban areas in Georgia. Cities with a large concentration of heavy industrial factories lost their significance and function with the fall of state socialism. As a result, the city's identity was caught between the past and an uncertain future. The "quest for identity" in the newly constituted state of Georgia also affected the industrial city of Zestaponi. The article's primary questions are: what does Zestaponi signify in post-industrial life? What is its role and identity in contemporary Georgian society? The research's relevance is guided by the need to understand the issues of post-Socialist transition and to comprehend how the industrial city of Zestaponi transformed its sociocultural image in conjunction with evolving political realities. The essay discusses post-industrial city challenges as well as the ramifications of post-Soviet urban development.kaზესტაფონიდეინდუსტრიალიზაციაპოსტსაბჭოთა ტრანზიციაყოველდღიურობაინფრასტრუქტურის მოშლაქალაქის იდენტობის ძიებაქალაქი ცვლილებების პირობებში: ზესტაფონის ურბანული ტრანსფორმაციაThe City in Transition: Urban Transformation inGeorgia's Industrial City of Zestaponiresearch article10.5281/zenodo.14813493