ქობლიანიძე, თამარჯიბლაძე, ნინონინოჯიბლაძე2020-08-172020-08-172020https://openscience.ge/handle/1/2039საქართველოში ჯანდაცვის სისტემა იბრძვის, რათა იდეალურ მდგომარეობას მიუახლოვდეს, ამისათვის მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს, ერთ-ერთი მათგანი კი მომსახურების ხარისხის მართვას ეხება. თემა მოიცავს 3 თავს; პირველ თავში: ,,ხარისხის კონცეფცია სამედიცინო მომსახურების სფეროში“ – განხილულია საკითხები: ხარისხის არსი და ევოლუცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მოქმედი ფქატორები; მეორე თავში: „ხარისხის მართვის უზრუნველყოფის სტრატეგიები’’ გაანალიზებულია ის ინდიკატორების რასაც ვხვდებით ჰოსპიტალური სექტორის შეფასების პროცესში, შემოთავაზებულია საქართველოში არსებული საკანონმდებლო–მარეგულირებელი დადგენილებები, მომსახურების ხარისხს გაუმჯობესების გზა ,,ბლუპრინტის“ გამოყენებით. მესამე თავი: ეთმობა პაციენტთა და ექიმთა კმაყოფილების კვლევას; „კომპიუტერზე ნაბეჭდ 71 გვერდზე ნაშრომის ბოლოს მოცემულია დასკვნები და პრაგმატული ხასიათის ავტორისეული რეკომენდაციები. ნაშრომში გამოყენებულია 29 დასახელების ლიტერატურული წყარო და 2 სახის დანართი კვლევაში გამოყენებული კითხვარის სახით. სამედიცინო მომსახურების ხარისხი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი აქტუალური თემაა, რომელსაც მუდმივი კონტროლი ესაჭიროება. ხარისხი არაა ერთ წერტილში გაყინული სტატიური მოვლენა, იგი მუდამ მოძრავი და განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებული რთული პროცესია. იგი თანამედროვე გამოწვევაა, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სიტემამ შესაბამისად უნდა უპასუხოს.kaსაქართველოში ჯანდაცვის სისტემახარისხის კონცეფცია სამედიცინო მომსახურების სფეროშისამედიცინო მომსახურების ხარისხისამედიცინო დაწესებულების ხარისხის მართვის თანამედროვე პარადიგმებიmaster thesis