ჩიტაშვლი, ნათიამუსტაფაევი, ფაიგფაიგმუსტაფაევი2019-12-052019-12-052019https://openscience.ge/handle/1/907სახელშეკრულებო სამართლის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ და უზოგადეს პრინციპს წარმოადგენს Pacta Sunt Servanda-ს პრინციპი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის უნდა შესრულდეს, უფრო მეტიც, მხარეების მიერ სათანადო წესით შედგენილი ხელშეკრულების პირობები მათთვის კანონის ძალას ატარებს. ერთი მხრივ, Pacta Sunt Servanda-ს პრინციპი უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და სახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილე მხარეების უფლებების დაცვას. მეორე მხრივ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრინციპის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი მიზნის საპირისპირო შედეგები. წარმოვიდგინოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულების თავდაპირველი პირობები მოულოდნელად და ფუნდამენტურად შეიცვალა და მხარეები, აღნიშნულის შესახებ გაფორმების მომენტში რომ ყოფილიყვნენ ინფორმირებულნი, არ დადებდნენ ხელშეკრულებას, ან დადებდნენ სხვა პირობებით. ასეთი ცვლილებების დროს, ხელშეკრულების თავდაპირველი პირობებით შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება როგორც კეთილსინდისიერების პრინციპს, ასევე, მოვალის ხელშეკრულების დადებისას არსებულ ნებას და მისთვის მძიმე ტვირთად იქცევა. შეცვლილი გარემოებები უფრო აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს საერთაშორისო კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. ეს უკანასკნელი გამოწვეულია საერთაშორისო კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებების კომპლექსური ხასიათით. შეცვლილი გარემოებების საკითხის დარეგულირება, უკვე მრავალი საუკუნეა აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ რომის სამართალში შემუშავდა შეცვლილი გარემოებების მარეგულირებელი ორი ძირითადი კონცეფცია, კერძოდ, შესრულების შეუძლებლობა (ფორს-მაჟორი) და შესრულების გართულება (Rebus Sic Stantidus). ხსნებული პრინციპები, მართალია, ორივე მათგანი შეცვლილ გარემოებებს უკავშირდება, თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, დიდ სირთულეს წარმოადგენს მათი ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხი.kaვალდებულების შესრულებაუნიფიცირებული და ქართული სამართალიხელშეკრულებავალდებულების შესრულების გართულება უნიფიცირებული და ქართული სამართლის მიხედვითmaster thesis