ლიჩელი, ვახტანგLicheli, Vakhtangგაგოშიძე, დავითდავითგაგოშიძეGagoshidze, DavitDavitGagoshidze2026-05-082026-05-082025https://openscience.ge/handle/1/8705ქ.წ. პირველი საუკუნის დასაწყისში მახლობელ აღმოსავლეთში აღინიშნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრებით, რომელთაც უდიდესი როლი შეასრულეს აგრეთვე ძველი საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობის ისტორიაში. უმთავრესი ამათში იყო პონტოსა და მეზობელი სომხეთის სახელმწიფოს გაძლიერება. უკვე მეფობის დასაწყისში პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორმა თავის სამეფოს შეუერთა ჩრდილო შავიზღვისპირეთი, კოლხეთი და ”მცირე არმენია”. ამის შემდეგ მან დაიწყო ბრძოლა მთელს მცირე აზიაში გაბატონებისთვის. მაგრამ პონტოს სამეფოსა და სომხეთის გაძლიერებას წინ აღუდგა მძლავრი მეტოქე - რომი. დაიწყო მახლობელ აღმოსავლეთში პოლიტიკური ბატონობისთვის მძაფრი და ხანგრძლივი ომი, რომელშიც ჩათრეული აღმოჩნდნენ ამიერკავკასიის ქვეყნებიც. რომის პოლიტიკური ინტერესების სფეროში მოექცნენ ქართლი (კავკასიის იბერია) და კოლხეთიც. ამიერკავკასიის ქვეყნებზე გაბატონება მრავალმხრივ იყო რომისთვის ხელსაყრელი: მათთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი ამიერკავკასიის, როგორც სტრატეგიული ბარიერის, მნიშვნელობა ჩრდილოეთის მომთაბარეთათვის კავკასიონის გზების ჩასაკეტად. ეს მხარე უეჭველად იქცევდა რომაელთა ყურადღებას აგრეთვე შორეულ აღმოსავლეთთან სავაჭრო-სატრანზიტო გზად გამოყენების შესაძლებლობის თვალსაზრისითაც. რომაელთა პირველი რეგიონები პომპეუსის მეთაურობით საქართველოში გამოჩდნენ ქ.წ. 65 წელს. პომპეუსმა შეძლო ქართლის (კავკასიის იბერიის) დამორჩილება. რომაელთა პოლიტიკური გავლენა ქართლის სამეფოზე დიდხანს არ გაგრძელებულა. ქ.შ. I-II სს. ქართლის სამეფო მნიშვნელოვნად განმტკიცდა და გაძლიერდა. ხელსაყრელი საგარეო-პოლიტიკური ვითარება ხელს უწყობდა იბერიის ასე გაძლიერებას; კერძოდ, სამხრეთის ძლიერი მეზობლის, სომხეთის დასუსტება, რომსა და პართიას შორის ბრძოლა და სხვ. თავის მხრივ, ქართლის სამეფოს გამოსვლა ფართო საერთაშორისო ასპარეზზე, მისი საზღვრების გაფართოება, წარმატებული ომების შედეგად დიდძალი სიმდიდრისა მოპოვება ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების დაწინაურებას. ქ.შ. პირველი საუკუნეების ქართლის (იბერიის) სამეფოს ძლიერება თვალსაჩინოდ აისახა მატერიალურ კულტურასა და ეპიგრაფიკის ძეგლებში, რომლებიც თვალნათლივ გვისურათებენ ქვეყნის სოციალურეკონომიკური ცხოვრების აღმავლობას. პირველი საუკუნეების ქართლის სამეფოს ძლიერება კარგად ჩანს დედოფლის გორის სასახლეში 1985-2019 წლებში არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებულ მრავალფეროვან მასალაში. სასახლე აშენებული უნდა იყოს ქ.წ. მეორე-პირველ საუკუნეთა მიჯნაზე და დაინგრა ქ.შ. პირველი საუკუნის ბოლოს ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ხანძარიც გამოიწვია. ორ ან სამსართულიანი სასახლის კედლებისა და კრამიტის სახურავის ნანგრევებმა, რომელიც სიმხურვალისაგან ერთიან პემზისებურ მასად არის ქცეული, საიმედოდ დააკონსერვა პირველი სართულის ოთახები და ყველაფერი, რაც ცეცხლს გადაურჩა, ადგილზევე დარჩა. ცეცხლს კი საკმაოდ ბევრი რამ გადაურჩა, რადგანაც პირველი სართულის იატაკის პირას ტემპერატურა ძალიან მაღალი არ ყოფილა: შემორჩენილია არა მარტო ლითონის, ქვისა, თიხისა და მინის ნივთები, არამედ ორგანული წარმოშობის მასალაც - ხისა და ძვლის ნაკეთობანი, ხილის კურკები, კაკალი, მარცვლეული და, ასე განსაჯეთ, გამომცხვარი პური და ქსოვილებიც კი და სწორედ ამიტომ არის ესოდენ მდიდრული და მრავალფეროვანი, ხანდახან მოულოდნელიც, დედოფლის გორის ციხე-დარბაზის გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთიერი მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, საბრძოლო და სამეურნეო იარაღსაჭურველი, საკვები პროდუქტები და სხვა. მრავალფეროვანი არქეოლოგიური მონაპოვარი უნიკალურ საშუალებას იძლევა, ჩავიხედოთ I საუკუნის ქართლის დიდებულის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიმსჯელოთ მისი მეურნეობის ხასიათზე, შემოსავალ-გასავლის აღრიცხვიანობაზე, გართობასა და განათლების დონეზე, სარწმუნოებაზე, საშინაო და საგარეო ურთიერთობაზე, ტანსაცმელსა და შეიარაღებაზე, გავარკვიოთ მრავალი ყოფითი დეტალი, რასაც ძნელად თუ წარმოგვიჩენდა წერილობითი წყაროებიც კი. ერთი სიტყვით, ვაწარმოოთ ეთნოგრაფიული კვლევა I საუკუნის იბერიაში, რაც სადოქტორი ნაშრომის ძირითადი მიზანია. ამის საშუალებას იძლევა არა მარტო არქეოლოგიური არტეფაქტების სიუხვე და მრავალფეროვნება, არამედ გამოვლენილი სათავსების განსხვავებული დანიშნულებებიც.At the beginning of the 1st century BCE, the Near East experienced significant political changes that also played a major role in the history of the local populations of ancient Georgia. The most important among these developments was the strengthening of the Kingdoms of Pontus and neighboring Armenia. Early in his reign, Mithridates VI Eupator, king of Pontus, annexed the northern Black Sea coast, Colchis, and “Lesser Armenia” into his kingdom. He then launched a campaign to establish dominance across all of Asia Minor. However, the growing power of Pontus and Armenia faced strong opposition from Rome. This led to a long and intense struggle for control in the region, which also involved the countries of the South Caucasus. Kartli (also known as Caucasian Iberia, in eastern Georgia) and Colchis became part of Rome’s political interests. Rome had several reasons to try to control the South Caucasus. The region was important for blocking the movement of nomadic tribes from the north by securing the mountain passes of the Caucasus. It also had value as a possible trade route to the Far East, which made it even more attractive to the Romans. The first Roman legions arrived in Georgia in 65 BCE, led by the general Pompey. He managed to bring Iberia under Roman control, but Rome’s political influence in the region did not last very long. In the 1 st - 2 nd centuries CE, the Kingdom of Kartli (Caucasian Iberia) significantly strengthened and consolidated its power. Favorable external political conditions supported this rise - particularly the weakening of its powerful southern neighbor, Armenia, and the ongoing conflict between Rome and Parthia. At the same time, Kartli’s growing presence on the international stage, the expansion of its borders, and the wealth gained through successful military campaigns contributed to the advancement of the kingdom’s economic life. The strength of Kartli (Iberia) during the early centuries of the Common Era is clearly reflected in its material culture and epigraphic monuments, which vividly illustrate the flourishing of the kingdom’s social and economic life. The palace must have been built at the turn of the 2nd to 1st centuries BCE and was destroyed at the end of the 1st century CE as a result of a powerful earthquake, which also caused a fire. The ruins of the two or three-storey palace-walls and of the tile roof, which has turned into a pumice-like substance because of the heat, have preserved the rooms on the ground floor and everything that survived from the fire here untouched. There are quite a number of finds that were not damaged, since the temperature was not too high near the floor: not only metal, stone, clay and glass items have survived, but also organic material - wood and bone ware, fruit-stones, walnuts, grains and even some cloth as well. That is the reason why the material excavated in the complex at Dedoplis Gora is so rich and varied, sometimes even unexpected - pieces of furniture, dishes, weapons and tools, food items, and so on. This archaeological material gives us a unique opportunity to look into the everyday life of an Iberian nobleman, and to discuss his economy, entertainment, education, religion, internal and foreign relations, clothes and armour. Thus it lets us illuminate many details of everyday life, which would have been difficult to discuss even with the help of written sources. In short, it gives us an opportunity to carry out ethnological research into 1 st c. Iberia. This is supported not only by the abundance and variety of archaeological artifacts but also by the different functions of the uncovered rooms.kaპონტოს მეფე მითრიდატე VIქართლის სამეფოსაგარეო-პოლიტიკური ვითარებაპირველი საუკუნის წარჩინებულის ყოფა ქართლის სამეფოში(დედოფლის გორის სასახლის არქეოლოგიური გათხრების მიხედვით)doctoral thesis