თბილისის ღია უნივერსიტეტიბიზნესის და ინჟინერიის სკოლაანთაძე, მიხეილმიხეილანთაძე2020-06-302020-06-302019https://openscience.ge/handle/1/1923სამაგისტრო ნაშრომი „პირდაპირი გადასახადების დაბეგვრის მეთოდოლოგია საქართველოს მაგალითზე“ - განხილულია პირდაპირი გადასახადების გადახდის კულტურა და განვითარების ისტორია საქართველოში. რა მნიშვნელობა აქვს გადასახადის გადახდას, რამდენად გამარტივებული და გადასახადის გადამხდელზე მორგებული (ლოიალური და ხელშემწყობი) საგადასახადო სისტემა ყალიბდება. ნაშრომში გაანალიზებულია პირდაპირი გადასახადის მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკისთვის. სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი საგადასახადო - საბიუჯეტო პოლიტიკა ქვეყნის არსებობისა და განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. ბიუჯეტის ფორმირება დამოკიდებულია სახელმწიფოში მოქმედ საგადასახადო სისტემის თეორიულ - მეთოდოლოგიურ ბაზისზე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ბიზნესის საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის განხორციელების საფუძველს. დაბალანსებული საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი უწყობს ხელს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას და იმ საგადასახადო ურთიერთობების დარეგულირებას, რომელიც ყალიბდება საგადასახადო ორგანოებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის დაბეგვრის პროცესში. გარდამავალი ეკონომიკის პირობებში მყოფი ქვეყნისათვის აღნიშნული ურთიერთობების რეგულირების პროცესი კიდევ უფრო მწვავეა და წინააღმდეგობრივი, რაც უპირველეს ყოვლისა საზოგადოების დაბალი საგადასახადო კულტურითაა განპირობებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესის საგადასახადო ადმინისტრირება, როგორც საგადასახადო სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, იძენს მეტ აქტუალობას. საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ - ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად, მუდმივად საჭიროებს სრულყოფას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების კვლევა და მეცნიერული სიახლეების ძიება უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს...kaპირდაპირი გადასახადების გადახდის კულტურასაგადასახადო სისტემასაშემოსავლო გადასახადიქონების გადასახადიპირდაპირი გადასახადების დაბეგვრის მეთოდოლოგია საქართველოს მაგალითზეmaster thesis