დვალაშვილი, გიორგიშონია, აკაკიაკაკიშონია2020-01-272020-01-272019https://openscience.ge/handle/1/1587თემის აქტუალურობა: ტერიტორია წარმოადგენს საინტერესო მხარეს გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კლიმატური პირობებით. მათი თავისებურებებიდან გამომდინარე გამორჩეულია გეოდინამიკური პროცესების აქტიური გამოვლინების თვალსაზრისით. აღნიშნული პროცესების განვითარება გააქტიურება მთლიანად განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების სირთულით, რელიეფის, ლანდშაფტურ-კლიმატური პირობების კონტრასტულობით და ადამიანის მაღალი ანთროპოგენური წნეხით გარემოზე, რომელსაც ყოველ წელს დიდი მატერიალური ზარალი მოაქვს. საკვლევი რეგიონი თავისი უნიკალური ბუნებრივი პირობებით, სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით და მის ფარგლებში განლაგებული საინჟინრო-სამეურნეო ობიექტებით (ტრანსკავკასიის საავტომობილო გზა, მიწათმოქმედება, ჰესებით) ქვეყნის ეკონომიკისათვის მეტად მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს. მეორეს მხრივ ინტენსიურმა საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობამ (მთა-მდელოს ზონაში კორდის ძლიერი დარღვევა, ადგილობრივი გზების გაყვანა, სარისკო ტერიტორიებზე დასახლება, დიდი დახრილობის ფერდობებზე სასოფლოსამეურნეო მიწების ათვისება, სამეურნეო წარმოება და სხვა) და ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია საშიში გეოდინამიური პროცესების (მეწყრები, კლდეზვავები, ღვარცოფები, თოვლის ზვავები, გლაციალური ღვარცოფებით, ეროზიული მოვლენები) დიდი მასშტაბით განვითარება-გააქტიურება, რასაც ბოლო პერიოდში თითქმის ყოველ წელს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მოაქვს და ხშირ შემთხვევაში მთავრდება ადამიანის მსხვერპლით. ამ მხრივ მდინარე თერგის ხეობის ზემო მონაკვეთი მიეკუთვნება საქართველოს მთიანი მხარეების იმ რიცხვს, სადაც ეკოლოგიური დაძაბულობა განსაკუთრებულად საშიშ ზღვარამდეა მისული.kaბუნებრივი პირობებირელიეფზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებითანამედროვე გეოეკოლოგიური მდგომარეობასამურზაყანოს რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასებაmaster thesis