ცერცვაძე, გიორგიგოშხეთელიანი, ნინონინოგოშხეთელიანი2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/1003უცხოური ინვესტიცია ახალ ბაზარზე წვდომის მოპოვების და რესურსების ეფექტური გადანაწილების საშუალებაა, რაც როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების ინტერესებში შედის. მეტიც, რიგი განვითარებადი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს განვითარებაში უცხოური ინვესტიცია კაპიტალისა და ტექნოლოგიის მზარდი გარე წყაროა. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ფარგლებში 1 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე მეტი ოდენობის თანხის ინვესტიცია განხორციელდა. ამრიგად, სავსებით ნათელია, თუ რატომ არის უცხოური ინვესტიცია ფართოდ აღიარებული, როგორც ქვეყნის ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. უცხოური ინვესტიციების ამგვარი მნიშვნელობის ფონზე, მათი მოზიდვისა და შენარჩუნების საუკეთესო ბერკეტი მათი სამართლებრივი დაცვის ძლიერი და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისი მექანიზმების არსებობაა. სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოგვარების შესახებ კონვენციის (ვაშინგტონის კონვენცია) წარმომავლობასა და ფორმულირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ იმ დროისთვის ჩატარებული მრავალი კვლევა, რომელიც უცხოური ინვესტიციის წახალისების გზებს შეისწავლიდა, თითქმის ყოველთვის განიხილავდა უცხოელ ინვესტორსა და ინვესტიციის მიმღებ სახელმწიფოს მთავრობას შორის წარმოშობილი დავების გადაჭრასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთანავე, ხშირად აღნიშნული კვლევები გასცემდნენ რეკომენდაციას შექმნილიყო საერთაშორისო საარბიტრაჟო ან/და კონსილაციის მექანიზმი, რომელიც ინვესტორს შესაძლებლობას მისცემდა პირდაპირ მიემართა საერთაშორისო ტრიბუნალისადმი, რაც სახელმწიფოსთვის მბოჭავი საერთაშორისო ვალდებულება იქნებოდა. შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების წახალისებისა და უცხოურ ინვესტიციასთან დაკავშირებული დავების გადაჭრის პროცესის მიმართ ნდობის გამომუშავების მიზნით 1966 წლის 14 ოქტომბერს ძალაში შევიდა ვაშინგტონის კონვენცია, რომელმაც, თავის მხრივ, შექმნა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ცენტრი). ეს უკანასკნელი საინვეტიციო დავებისას ყველაზე ხშირად გამოყენება, რადგან სხვა დავის გადაჭრის ორგანოებისგან განსხვავებით, ცენტრის გადაწყვეტილების აღსრულება პირდაპირ სავალდებულოა სახელმწიფოსთვის და არ საჭიროებს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციით გათვალისწინებულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებას ქვეყნის შიდა სასამართლოს გავლით, რაც დამატებით დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული.kaინვესტიციის ცნებაინვესტორთა დაცვის სტანდარტებიექსპროპრიაციის მართლზომიერების კრიტერიუმებიუცხოური ინვესტიციის დაცვის სტანდარტები და ექსპროპრიაციის მართლზომიერება ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვითSTANDARDS OF FOREIGN INVESTMENT PROTECTION AND LEGALITY OF EXPROPRIATION UNDER GEORGIAN LAW AND INTERNATIONAL PRACTICEmaster thesis