ვარძელაშვილი, იოსებხაჩიშვილი, გიორგიგიორგიხაჩიშვილი2019-12-092019-12-092019https://openscience.ge/handle/1/963ყველა ადამიანი, შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი არჩევანის წინაშე, როგორიც არის სხვისი ინტერესების ხელყოფასა და საკუთარი სიცოხლის, თუ ჯანმრთელობის ხელყოფას შორის. იგი სრულიად ლეგიტიმურად უნდა სარგებლობდეს უფლებით დაიცვას საკუთარი თავი და ინტერესები. სისხლის სამართალში ასეთ ვითარებას აუცილებელ მოგერიებას უწოდებენ. თავდაცვას შეიძლება მოყვეს თავდამსხმელის მკვლელობა, თუმცა შესაძლებელია მომგერიებელმა პასუხი საერთოდ არ აგოს ხელმყოფის მკვლელობისთვის, ან დაისაჯოს უფრო მსუბუქად. ასეთ შემთხვევას სისხლის სამართალში ეწოდება მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. როდესაც ვსაუბრობთ მკვლელობაზე, რომელიც ჩადენილია აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა არის აუცილებელი მოგერიების ცნება და შინაარსი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში არ არის სიღრმისეულად დამუშავებული. რაც შეეხება აუცილებელ მოგერიებას, საბჭოთა პერიოდში აუცილებელი მოგერიების ცნებაზე ქართველი მეცნიერების თ. შავგულიძისა და ლ. სურგულაძის მიერ, გამოიცა ნაშრომი ,,საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.’’ თანამედროვე ქართველი ავტორებიდან, უნდა გამოიყოს ი. ხერხეულიძე, რომელსაც აუცილებელი მოგერიების თემა სიღრმისეულად აქვს შესწავლილი ნაშრომში ,,აუცილებელი მოგერიება ქართულსა და საერთო (ანგლო-საქსური ტიპის) სამართალში.kaაუცილებელი მოგერიებათავდაცვის სურვილიმკვლელობააუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაციის პრობლემებიmaster thesis