აქუბარდია, ირინაქემაშვილი, შოთაშოთაქემაშვილი2019-12-092019-12-092019https://openscience.ge/handle/1/961აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები იყო და დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად ხდება საზოგადოების განხილვის საგანი. აღკვეთის ღონისძიებების საჭიროება წარმოშვა უდანაშაულობის პრეზუმფციამ. როდესაც უდანაშაულობის პრეზუმფციით დადგინდა, რომ არავინ ითვლებოდა დამნაშავედ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვას სჭირდებოდა დრო, დღის წესრიგში დადგა საკითხი იმის შესახებ, როგორ ყოფილიყო უზრუნველყოფილი ბრალდებულთა სათანადო ქცევა. აღკვეთ ღონისძიებათა შორის ყველაზე მკაცრი არის პატიმრობა. მისი გამოყენების დროს ხდება ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირება და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს იმ გარემოებათა დეტალურ შესწავლას, რომლის არსებობის გამოც ხდება საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ პატიმრობის გამოყენების, ძალაში დატოვების ან შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება. ნაშრომში წარმოდგენილი იქნება პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილებები და მოხდება ამ გადაწყვეტილებათა და გარემოებათა ანალიზი. ზემოთ აღნიშნული გარემოებების ანალიზისათვის ასევე გამოყენებული იქნება იურიდიული ლიტერატურა და პირადი გამოცდილებიდან მოყვანილი იქნება მაგალითები. ნაშრომში ასევე წარმოდგენილი და განხილული იქნება ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც ხდება პატიმრობის გამოყენება საერთო სამართლის და კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში და მოხდება მათი შედარება ქართულ სასამართლო პრაქტიკასთან. ნაშრომში არის წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ასევე მითითებულია ის გარემოებები, რომელთა არსებობის გამოც გამართლებულია ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდება. ნაშრომში გამოყენებული იქნება შედარებით-სამართლებრივი, ლოგიკური და სისტემური კვლევის მეთოდები, მოძიებული ინფორმაცია კი ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით დამუშავდება.kaპატიმრობაპატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლებიაღკვეთის ღონისძიებააღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძვლების დასაბუთება ქართულ სასამართლო პრაქტიკაშიmaster thesis