კვანტალიანი, ნუნუჩუბინიძე, ვალერიანვალერიანჩუბინიძე2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/885წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების სამართლებრივ ანალიზს. აღნიშნული თემით, ჩემი დაინტერესება გამოიწვია სასამართლო პრაქტიკასა და დოქტრინაში არსებულმა სირთულეებმა, კერძოდ, როცა საქმე ეხება ინკვიზიციურობის პრინციპის მოქმედებას საოჯახო საქმეთა განხილვის დროს. ამასთან, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებშიც ცალსახად, მითითებულია, ინკვზიციურობის პრინციპის არ არსებობაზე სამოქალაქო სამეთა განხილვის დროს, მაშინ, როცა საპროცესო კანონმდებლობა გარკვეულ შემთხვევებში უშვებს მის გამოყენებას, ცხადია, განსაზღვრულ ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შევეცდები საკვლევი საკითხი გადმოვცე ამომწურავად და სრულფასოვნად, რელევანტური სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინაში არსებული შეხედულებების საფუძვლეზე. მოცემული თემის ფარგლებში, განხილული იქნება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ინკვიზიციურობის პრინციპი და მისი ცალკეული ელემენტები, როგორც შიდა კანონმდებლობაში, ისე უცხოურ სამართალში. განსაკუთრებით საინტერესოა საკითხი, ინკვიზიციურობის პრინციპი საოჯახო საქმეთა განხილვისას. ასევე, გამოიყენება თუ არა ინკვიზიციურობის პრინციპი ამგვარი მოცულობით, როცა საოჯახო დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი სხვა ქონებრივ სამართლებრივი დავა, ან მასთან დაკავშირებული სხვა მსგავსი დავა. ამასთან, ინკვიზცია ვრცელდება თუ არა ყველა ტიპის საოჯახო სამართლებრივ დავაზე, მაშინ, როცა საკანონმდებლო მოწესრიგება და სასამართლო პრაქტიკა, ცალსახად, არ მიუთითებს და აკონკრეტებს მის თაობაზე. არ არის გამორიცხული, რომ მსჯელობის შედეგად მივიდე დასკვნამდე, რომ ინკვიზიცია გამოიყენებოდეს ისეთ საოჯახო დავაზე, სადაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი ფიგურირებს. ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს გამომდინარეობს თუ არა ეს საერთაშორისო კონვენციებიდან და შიდა კანონმდებლობიდან. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების რა კრიტერიუმები არსებობს საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლოაბში.kaინკვიზიციურობის პრინციპიმტკიცების ტვირთისაოჯახო საქმეთა განხილვაინკვიზიციურობის პრინციპი საოჯახო საქმეთა განხილვისასmaster thesis