აღლემაშვილი, ნინოტარიელაშვილი, ნინონინოტარიელაშვილი2019-12-162019-12-162019https://openscience.ge/handle/1/1101ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს ერთგვარ სიახლეს და გამოწვევას ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის. მან საქართველოში ფუნქციონირება სულ რაღაც 9 წლის წინ დაიწყო, როცა ქართული სისხლის სამართლის პროცესი ინკვიზიციური პრინციპიდან შეჯიბრებითობის პრინციპზე გადავიდა. საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლში გაკეთებული ჩანაწერით, ხოლო ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ფორმირებისა და მათ მიერ საქმის განხლვის კონკრეტული წესები კი, მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამის მუხლებში. ცნობილია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხშირად მოხსენიებულია, როგორც სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად, რაც აიხსნება მასში საზოგადოების მაქსიმალურად ყველა სექტორის წარმომადგენლის ინტეგრაციით. სხვადასხვა ასაკის, სქესის, რელიგიის, საქმიანობისა თუ პროფესიის და, ზოგადად, განსხვავებული ადამიანების ჩართულობა სასამართლო განხილვაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით განაპირობებს მოტივებისა და ფაქტების შეფასების კრიტერიუმების მრავალფეროვნებას, რაც, თავის მხრივ, იძლევა საქმის უფრო სამართლიანად და სწორად გადაწყვეტის შესაძლებლობას.kaVoir Direნაფიც მსაჯულთა შერჩევასხდომისთვის მზადებამსაჯულობის კანდიდატების დადგენილი ღირებულებების შეფასებანაფიც მსაჯულთა შერჩევის სპეციფიკა სისხლის სამართლის პროცესშიmaster thesis