წერეთელი, მარიკაკუბავა, თამართამარკაკუბავა2020-01-152020-01-152018https://openscience.ge/handle/1/1348This thesis aims to explore the role of social media in increasing brand awareness in Georgia. While there are numerous studies related to the use of the internet more broadly, social media is still a relatively young research field in Georgia. Existing research is limited to a few notable studies done by Georgian NGOs however, these studies predominantly focus on the safe use of social media and other aspects not related to branding. Although the topic of social media in relation to brand awareness is increasingly being addressed in foreign literature, research specific to the Georgian context appear to be missing. This thesis contributes to the literature by addressing the gap in research concerning the role of social media for brand awareness in Georgian.ნაშრომში განხილულია სოციალური მედიის როლი საქართველოში ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. ნაშრომის შესავალში დეტალურადაა აღწერილი კვლევის მიზნები, მეთოდოლოგია და აქტუალურობა. წარმოდგენილი ნაშრომი სიახლეა, ვინაიდან საქართველოში ამ საკითხზე თითქმის არ განხორციელებულა მსგავსი კვლევა. აღსანიშნავია, რომ შესასწავლ საკითხზე შეიმჩნევა აკადემიური ნაშრომების სიმწირე. არსებობს კვლევები საქართველოში ინტერნეტმომხმარებელთა სტატისტიკის (რაოდენობის) შესახებ, თუმცა, როდესაც ვეხებით ქვეყანაში სოციალური ქსელების, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტის მოხმარების სტატისტიკას, რთულია მოვიძიოთ აკადემიური ნაშრომები ამ თემის შესახებ. ნებისმიერი სახის კვლევის მოძიება ამ თემატიკასთან დაკავშირებით, პრობლემატურია, რადგან თვითონ სოციალური ქსელების ფართოდ გავრცელება ქართული რეალობისთვის ახალი ფენომენია. ნაშრომზე მუშაობისას მოძიებულ იქნა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც შეეხებოდა აღნიშნულ თემატიკას. თუმცა, როგორც წესი, ეს კვლევები რაიმე კონკრეტულ მიმართულებას ასახავს, მაგალითად, რომელიმე სოციალური ქსელის უსაფრთხოდ გამოყენებას და ა.შ. ბრენდისა და სოციალური მედიის თანხვედრა ძირითადად, შესწავლილია უცხოურ ლიტერატურაში. ნაშრომში საუბარი ბრენდის განმარტებითა და მისი განვითარების ისტორიით იწყება, შემდეგ კი თემა იშლება ბრენდის სოციოლოგიური კუთხით შესწავლის მნიშვნელობაზე საუბრით. ნაშრომში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ბრენდი მარკეტინგის ჭრილს გარეთაც იყოს განხილული, რადგან ბრენდი არ არის მხოლოდ ეკონომიკას მიკუთვნებული ერთეული. ამ არგუმენტს სამაგისტრო თეზისის ლიტერატურის ანალიზის ნაწილი ამყარებს.71 გვ.kaბრენდინგისოციალური მედია და ბიზნესიინტერნეტის მოხმარება საქართველოშისოციალური პლატფორმა ,,ფეისბუქი“ როგორც მარკეტინგული სივრცე ქართული ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლადmaster thesis