ხარშილაძე, ირმალოლიაშვილი, მაკამაკალოლიაშვილი2019-12-132019-12-132019https://openscience.ge/handle/1/1075თანამედროვე საზოგადოებრივი, ტექნოლოგიური თუ პოლიტიკური ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იმყოფება, რაც ბუნებრივად იწვევს საჯარო მმართველობის მოდერნიზების საჭიროებას. სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანები კი კვლავ ეფექტურად და ხარისხიანად უნდა იქნეს განხორციელებული. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად აუცილებელია საჯარო მმართველობა სათანადოდ რეაგირებდეს მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე და სწორად შერჩეული აქტივობების მეშვეობით ხარისხიანად ფუნქციონირებდეს. წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში საკვლევ პრობლემას წარმოადგენს მოდერნიზებული საჯარო მმართველობების პირობებში საყოველთაო კეთილდღეობის განვითარების პერპექტის შესწავლა. აღნიშნული ასპექტით საკითხის შეფასება კი შესაძლებელია შესაბამისი კვლევის ობიექტისა და საგნის შერჩევით. ხსენებულის გათვალისწინებით, კვლევის ობიექტს წარმოადგენს საჯარო მმართველობის მიერ საქმიანობის განხორციელებისა და ამოცანათა შესრულების შესაძლებლობა პრივატიზაციის მეშვეობით. შესაბამისად, კვლევის საგანს წარმოადგენს პრივატიზაციის აქტორთა - საჯარო მმართველობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფარგლებში საყოველთაო კეთილდღეობის განვითარების დინამიკა. კვლევის მიზანს წარმოადგენს იმ რეალობის გამოკვეთა, რომელშიც თანამედროვე მმართველობის პირობებში იმყოფება საყოველთაო კეთილდღეობის კონცეფცია. კვლევის ფარგლებში დამუშავებულ იქნა ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურა, სასამართლო გადაწყვეტილებები. ნაშრომის სტრუქტურა მოიცავს შესავალს, დასკვნასა და 6 თავს. საწყის თავში საჯარო მმართველობისათვის გამოძებნილია შესაბამისი კორდინატი სახელისუფლებო სივრცეში, აღწერილია საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის ვარიაციები, საჯარო მმართველობისათვის განსაზღვრული სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებში გამოყოფილია: მომწესრიგებელი, მომსახურებისა და გეგმარებითი მმართველობა, განხილულია საყოველთაო კეთილდღეობის კონცეფცია და გაანალიზებულია საჯარო მმართველობის ფუნქციები.kaსაჯარო მმართველობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მნიშვნელობათანამედროვე სახელმწიფოს მმართველობითი კონცეფციაპრივატიზაციის სამართლებრივი საფუძვლებისაყოველთაო კეთილდღეობის პერსპექტივა საჯარო მმართველობის მოდერნიზაციის პირობებშიmaster thesis