ხარშილაძე, ირმაარგანაშვილი, ანაანაარგანაშვილი2019-12-132019-12-132019https://openscience.ge/handle/1/1073წინამდებარე ნაშრომის თემა, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მწვავე შეუთანხმებლობის და დისკუსიის თემაა. ეს საკითხი აქტიურად განიხილება გაერთიანებული ერების 193 წევრი ქვეყნიდან, 177-ში. სწორედ, 177-მა ქვეყანამ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის (UN CRPD) რატიფიკაცია, რამაც სრულიად შეცვალა არსებული დისკურსი არანებაყოფლობითი მკურნალობის თემის გარშემო. თუმცა, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი კონტექსტიდან ამოგლეჯილად განხილვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ერთ დღეს, ყოველგვარი წინმსწრები მოვლენების გარეშე არ ხვდებიან არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის ქვეშ. ეს ადამიანები, ხშირად, მრავალი წლის მანძილზე განიცდიან შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეულ დისკრიმინაციას და ჩაგვრას. შესაბამისად, არანებაყოფლობითი მკურნალობის საკითხზე მსჯელობისას აუცილებელია საკითხის კოტექსტუალიზაცია იმ სამართლებრივ და სოციალურ სივრცეში, სადაც ეს ადამიანები ცხოვრებენ, მუშაობენ, მათი სხვადასხვა უფლებების რეალიზაცია ხდება. სწორედ ასეთი სივრცეა სამართლის სპეციალური დარგი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართალი (Disability Law )“, რომელიც მოიცავს იმ სამართლებრივი, სოციალური თუ ეკონომიკური პირობების რეგულირებას, რომელთა ნაკლებობაც განაპირობებს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საჭიროებას თუ ბოროტად გამოყენებას.kaარანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობაფსიქიატრიული მკურნალობამართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობაარანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების თაობაზე სპეციალური ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამოწვევებიmaster thesis