ჩიტაშვილი, ნათიაგოგოლაძე, ხატიახატიაგოგოლაძე2019-12-102019-12-102019https://openscience.ge/handle/1/10062014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, რომელიც "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთნხმების შემდგომი სამართლებრივი დოკუმეტია და საქართველოს აძლევს რეალურ პერსპექტივას დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. ასოცირების შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს მხარეებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო კავშირებზე. ევროკავშირის შრომისა და სოციალური სტანდარტების ფუნდამენტური პრინციპები და დებულებები მოცემულია არა მხოლოდ ევროკავშირის ხელშეკრულებებში (პირველად კანონმდებლობაში), არამედ დირექტივებში (მეორად კანონმდებლობაში), რომლებსაც აქვს სავალდებულო და მბოჭავი ხასიათი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ზუსტად ევროკავშირის მეორად კანონმდებლობის წყაროების ჩამონათვალი გაიწერა ასოცირების შეთანხმებაში, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოსთვის სახელმძღვანელო დოკუმენტებს ევროპული სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობაში გადატანისა და იმპლემენტირების მიზნით. ასოცირების შეთანხმების XXX დანართში ჩამოთვლილია ევროკავშირის დირექტივები, მათ შორის შრომის სამართლის სფეროში, რომელთა დებულებები დადგენილ ვადებში უნდა აისახოს საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. სამართლებრივი დაახლოება (legal approximation) გულისხმობს არა მხოლოდ ევროპული სტანდარტების გაწერას (transposition) ეროვნულ კანონმდებლობაში, არამედ მათ ამოქმედებას/შესრულებას.kaსაქართველო და ევროკავშირიდეკრეტული შვებულებასაკანონმდებლო მოწესრიგებადეკრეტული შვებულების საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისობა ევროდირექტივასთან და სამართლებრივი დაახლოების პერსპექტივაmaster thesis