მოწონელიძე, ნატალიაბჟინავა, თამაზთამაზბჟინავა2019-12-122019-12-122019https://openscience.ge/handle/1/1034ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია სადაზღვევო შემთხვევები, რომლის დროსაც ზიანი ადგება ადამიანის ჯანმრთელობასა და ქონებას. სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების გააზრება კი ხშირ შემთხვევებში საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და სიღრმისეულ მსჯელობას მოითხოვს. სამართლებრივი თვალსაზრისით, დაზღვევა „შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს“, შესაბამისად დაზღვევა „სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიად“ შეიძლება მივიჩნიოთ . სადაზღვევო ინტერესი შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობა. სადაზღვევო ინტერესის არ არსებობისას კი მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება მიიჩნევა ბათილად, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. ინტერესი როგორც ზოგადმეცნიერული კატეგორია წარმოადგენს ადამიანის როგორც სუბიექტის სხვადასხვა სახის ინტერესების განსახორციელებლად მიმართულ საქმიანობას. თუმცა დაზღვევის ხელშეკრულებაში სადაზღვევო ინტერესი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც დამზღვევის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა. „სადაზღვევო ინტერესი“ ქართული კანონმდებლობისთვის უცხო ტერმინია. რასაც მოწმობს სასამართლო გადაწყვეტილებებშიც მისი დაზღვევის ინტერესთან გაიგივება.kaდაზღვევის ხელშეკრულების ცნებასადაზღვევო ინტერესის დოქტრინაფაქტობრივი ინტერესის თეორიასადაზღვევო ინტერესის დოქტრინა და მისი მნიშვნელობა დაზღვევის ხელშეკრულებაშიmaster thesis