ზამბახიძე, თამარხარანაული, თამუნათამუნახარანაული2019-12-032019-12-032019https://openscience.ge/handle/1/871თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება დაზღვევისადმი ინტერესი. სადაზღვევო ბიზნესი საქართველოში ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მზარდი და ამასთანავე მიმზიდველი გახდა. 2018 წლის პირველი კვარტლისთვის რეგისტრირებული იყო 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობდა სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 1 სადაზღვევო ურთიერთობა, ყველა სხვა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტად მოითხოვს მხარეთაგან კეთილსინდისიერებას და ერთმანეთისადმი ნდობის უმაღლეს გამოვლენას. ეს განპირობებულია თავად ამ სამართალურთიერთობის ხასიათიდან, ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიზნის მიღწევა მხოლოდ ორივე მხარის ერთმანეთისადმი ნდობით მიიღწევა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულების ორივე მხარე ფიდუციური ვალდებულებითაა აღჭურვილი და თუნდაც ერთი მხარის მიერ დამალული/გაუმჯღავნებელი ან არასწორად გაცემული ინფორმაცია გამოიწვევს ხელშეკრულების მოშლას. ნაშრომის ძირითად მიზანს მხარეთა ურთიერთვალდებულებათა მნიშვნელობის წარმოჩენა წარმოადგენს. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ერთმანეთის მიმართ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების უდიდეს მნიშვნელობას და ამ ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად განხილულია უცხო ქვეყნის სასამართლო პრაქტიკა და მიდგომები აღნიშნული ვალდებულების მიმართ.kaსადაზღვევო ურთიერთობებიინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაინფორმაციის მიწოდების ვალდებულება სადაზღვევო ურთიერთობებშიmaster thesis