შენგელია, ეკატერინეშენგელია, ნინონინოშენგელია2019-12-122019-12-122019https://openscience.ge/handle/1/1023ქორწინებასა და ოჯახს თითოეული ადამიანის საზოგადოებრივ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი რომ უჭირავს, ამის ნათელი გამოხატულებაა ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტები. 1948 წლის 10 დეკემბრის ”ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია”, 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტი ”ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ”, 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტი ”სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ” აღიარებს, რომ ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ბუნებრივ და ძირითად უჯრედს და, შესაბამისად, გააჩნია დაცვის უფლება საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითად, საბერძნეთის კონსტიტუციაში ოჯახი განიხილება როგორც ერის შენარჩუნებისა და განვითარების საფუძველი. ოჯახის შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმებმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ მას ცალკე კარი ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. სამოქალაქო კოდექსი საოჯახო სამართლის წიგნს რამდენიმე კარად ჰყოფს. ჩვენი ნაშრომის მიზანია განხილულ იქნას მეუღლეთა კანონისმიერი ურთიერთბები, რაც სამოქალაქო კოდექსის პირველი კარის განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე, გამოკვეთილ იქნას კანონმდებლობაში არსებული ის ხარვეზები, რაც პრაქტიკაში უფლების განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას ქმნიან და საბოლოოდ, მოძიებულ იქნას პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები და აირჩეს მათგან საუკეთესო.kaმეუღლეთა კანონისმიერი პირადი ურთიერთობებიმეუღლეთა კანონისმიერი ქონებრივი უფლება მოვალეობანიმეუღლეთა ქონებრივი ვალდებულებებიმეუღლეთა კანონისმიერი (თანასაკუთრებითი) ურთიერთობებიmaster thesis