Boris Komakhidze2026-07-082026-07-082021https://openscience.ge/handle/1/8755სტატიის მიზანს წარმოადგენს გავიგოთ საქართველოს იეზიდებში ეთნიკური და რელიგიური იდენტობის ტრანსფორმაციის დამაბრკოლებებლი ფაქტორები, რომლებიც პოსტსოციალისტური რელიგიური ცვლილების კონტექსტითაა განპირობებული. სოციოპოლიტიკური ცვლილებები საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში მოსახლეობის ყველა სფეროს შეეხო. საბჭოთა მებრძოლი ათეიზმი (Pelkmans 2009) ეფუძნებოდა ახალი მოქალაქის ჩამოყალიბების იდეას, რომელიც იქნებოდა რელიგიური ღირებულებებისაგან თავისუფალი პროლეტარი. პოსტსოციალისტურ ეპოქაში, რომელიც „გარდაქმნის“ პოლიტიკას მოჰყვა, საბჭოთა მოქალაქის ფორმირებაზე ორიენტირებული ნაციონალიზმი ეთნიკურმა ნაციონალიზმმა და რელიგიური გრძნობების გამოღვიძების პროცესმა ჩაანაცვლა. პირად, დაფარულ სივრცეში მოქცეული რელიგიურობა, საჯარო ყოველდღიურმა პრაქტიკამ შეცვალა (იხ. Rosta 2012). ღირებულებათა გადააზრება ეთნიკური ერთობებისათვის გამოწვევად იქცა, რამდენადაც წარმოიქმნა საკუთარი თავის აღქმისა და გააზრების პრობლემა. სტატიაში ეთნიკური და რელიგიური იდენტობის ტრანსფორმაციის პრობლემა განხილულია საქართველოში მცხოვრები იეზიდების მაგალითზე, რომლებიც ცდილობენ, არაქურთული ეთნორელიგიური იდენტობის ფორმირების პროცესში, საკუთარი ადგილი მონიშნონ.The aim of this article is to explore the challenges involved in altering the ethnoreligious identity of the Yezidis in Georgia, examined within the framework of post-Soviet religious dynamics. This paper draws on ethnographic fieldwork carried out from 2014 to 2017. It takes into account both the viewpoints of the research participants and their own perceptions of Yezidi ethnic and religious identity. The study endeavors to grasp the cultural and political influences.kaიეზიდები საქართველოშიპოსტსაბჭოთა ეთნიკურობა და რელიგიურობაიდენტობის ტრასნფორმაციაქურთები საქართველოშიეთნორელიგიური იდენტობის ტრანსფორმაციის პრობლემა საქართველოს იეზიდების მაგალითზეThe Problem of the Transformation of Ethno-religious Identity On the Example of the Yezidis of Georgiaresearch article10.5281/zenodo.14797299