ცანავა, შოთაGelkhviidze, TamarTamarGelkhviidzeგელხვიიძე, თამართამარგელხვიიძე2019-11-142019-11-142019https://openscience.ge/handle/1/510განსაკუთრებით საშიში ინფექციების (გსპ) ეპიდზედამხედველობის თემა აქტუალურია საქართველოში, რადგან საშიში ინფექციების გამოვლენის შემთხვევები საკმაოდ ხშირია ქვეყანაში. აღნიშნულის გამო, დიდი ყურადღება ეთმობა განსაკუთრებით საშიში ინფექციების შესწავლას და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას. პრობლემის აქტუალობა განპირობებულია ინფექციათა სიხშირით, საკმაოდ რთული კლინიკური მიმდინარეობით და მაღალი ლეტალური მაჩველებლით. განსაკუთრებით ხშირია, იმ პათოგენებით გამოწვეული ინფექციერ დაავადებათა რაოდენობა როგორიცაა: ბოტულიზმი, ჯილეხი ბრუცელოზი. საქართველოში ჯილეხით ადამიანთა დაავადების შემთხვევები რეგისტრირდება ყოველწლიურად. ბოლო წლებში შემთხვევების განაწილება გვხვდება შემდეგი თანმიმდევრობით: (2012 წელი -142 შემთხვევა, 2013 წ. – 143 შემთხვევა, 2014 წ. – 57 შემთხვევა, 2015 წ. - 57 შემთხვევა, 2016 წ. – 27 შემთხვევა, 2017 წ.- 35 შემთხვევა, 2018 წ. – 25 შემთხვევა). შემთხვევათა კლება გამოწვეულია, ცხოველთა ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამით, რომელსაც სურსათისთის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ერთეულ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურებისთვის გვიანი მიმართვიანობის გამო, რეგისტრირდება თითო ლეტალური შემთხვევა (2011, 2013, 2017). მართვადი ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა ძირითადად ეყრდნობა იმუნიზაციას, მაგრამ გარდა ვაქცინაციისა ამ ინფექციების ელიმინაციისა და კონტროლისთვის აუცილებელია ეპიდზედამხედველობის სისტემის გამართული ფუნქციონირება.kaეპიდემიოლოგიური ზედამხედველობაგანსაკუთრებით საშიში ინფექციებიეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიSupervision over the diseases caused by particularly dangerous pathogens in Georgiaგანსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე ზედამხედველობა საქართველოშიmaster thesis