ვასაძე, მარინეკვინიკაძე, ანაანაკვინიკაძეKvinikadze, AnaAnaKvinikadze2025-03-192025-03-192024https://openscience.ge/handle/1/8344სადისერტაციო ნაშრომში წარმოდგენილია გენდერული დინამიკის კვლევა დასავლური თეატრის ისტორიაში - მისი საწყისებიდან 2000 წლის ჩათვლით. გენდერული და ფემინისტური კვლევების ფარგლებში, მსოფლიო თეატრის ეპოქების, ეტაპებისა და ასპექტების გათვალისწინებით, შესწავლილია თუ როგორ აღიქმებოდა გენდერული როლები დასავლურ პროფესიულ თეატრსა და მის წინარე სათეატრო ფორმებში; გამოკვლეულია ის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოებები, რაც ისტორიის მანძილზე განაპირობებდა ქალების ნაკლებ ჩართულობას თეატრში. კვლევისთვის გამოყენებულია მულტიდისციპლინური მიდგომა, რომელიც აერთიანებს ისტორიულ კვლევას, ლიტერატურის ანალიზს, ფემინისტურ თეორიასა და კულტურის კვლევებს. მულტიდისციპლინური და მეთოდოლოგიურად მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენებით, კვლევა მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს სამეცნიერო დისკურსში, ამასთან, პრაქტიკულ გამოცდილებაში, ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობასა და ინკლუზიურობას თეატრალურ ხელოვნებაში. მიუხედავად ბოლო წლებში აშკარა პროგრესისა, გენდერული უთანასწორობა საშემსრულებლო ხელოვნებაში, მათ შორის თეატრალურ ხელოვნებაში, ისევ დიდ პრობლემად რჩება, რაც ფართო სოციალურ უთანასწორობას ასახავს. საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპული შეხედულებები კვლავაც აძლიერებს თეატრში ტრადიციულ გენდერულ ნორმებს. წინამდებარე კვლევა მნიშვნელოვანია თეატრში გენდერის რთული დინამიკის გასაგებად და გასაანალიზებლად, რაც ვფიქრობ მომავალში ხელს შეუწყობს უფრო ინკლუზიური, თანასწორი და სამართლიანი გარემოს შექმნას. კვლევა ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქალები აწყდებოდნენ და დღემდე აწყდებიან თეატრალური ხელოვნების ინდუსტრიაში და ნათელს მოჰფენს ისეთ საკითხს, როგორიცაა გენდერული მიკერძოება. კვლევა შემოგთავაზებთ შეხედულებებს თეატრში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის, რაც მიმართული იქნება თეატრის პრაქტიკოსებისკენ, პედაგოგებისკენ, პოლიტიკის შემქმნელებისა და ინდუსტრიით დაინტერესებული მხარეებისკენ. ამდენად, თეატრში გენდერული კვლევების ერთ-ერთი მიზანია არა მხოლოდ საკითხის მეცნიერული შესწავლა, არამედ საფუძვლის მომზადება გენდერული თანასწორობის მოდელების შესაქმნელად.This PhD thesis examines the evolution of gender dynamics in Western theatre history up to the year 2000 through the lens of gender and feminist studies. Employing a multidisciplinary approach, encompassing historical inquiry, literary analysis, feminist theory, and cultural studies, this research aims to enrich scientific discourse and promote gender equality within the theatre arts. Despite recent progress, gender inequality persists in the performing arts, reflecting broader societal disparities. This study delves into the perceptions of gender roles within Western professional theatre and its preceding forms, shedding light on historical and ongoing challenges faced by women, including gender bias. The findings of this research not only provide valuable insights into the intricate gender dynamics in theatre but also offer recommendations for advancing inclusion, diversity, and gender equality within the industry. These recommendations target theatre practitioners, educators, policymakers, and industry stakeholders, aiming to foster a more inclusive, equitable, and just environment in the theatre arts. By critically examining the historical context and contemporary challenges, this study contributes to the scholarly exploration of gender dynamics in theatre and lays the groundwork for the development of models of gender equality.kaგენდერი დასავლური თეატრის ისტორიაში (თეატრის საწყისებიდან 2000 წლის ჩათვლით)text::thesis::doctoral thesis10.48616/openscience-411