ნიშნიანიძე, რუსუდანხიჯაკაძე, ლიკალიკახიჯაკაძე2019-11-192019-11-192019https://openscience.ge/handle/1/640Among Georgian writers of the 20th century Grigol Abashidze is one of the most decorat-ed. Abashidze is famous for his diverse, capturing and profound writing style. His talent lies in his mastering of Georgian historical novels. Abashidze’s works such as “Lasharela”, “Long Night”,“Tsotne – Rise and Fall of Georgians” are based on the writings of two historians: Zham-taaghmtsereli and Chronicler for Lasha-Giorgi. The three novels illustrate Abashidze tech-niqueas he follows the path of the historians and develops fantasy around historical realities of the past. He has deep knowledge of Georgian history and tries to blend it with the present. As a rule, historical novels cross a path between the truth and fictional world. The research below aims to study to what degree does the author rely on historical events and facts, to what extend he draws from the past times, the epoch, thronesor heroes and whether he uses fictional altering and invention. All of Abashidze’s novels offer a fine line between the two. He draws strict boundaries: neither does he dive deep into historical peripheries nor does he cross over to fantasy. His writings offer a reader healthy struggle between a historian and writer. My interest in the subject stems from the lack of the research around the question. And while it has attracted some attention among the researchers, the questionis not yet thoroughly examined. Major pieces are missing and the study below is trying to find and connect those ele-ments. The paper tries to contrast “The Georgian Chronicles” (“Kartlis Tskhovreba”) and the works that it collects: “Zhamtaghmtsereli” and “Chronicler for Lasha-Giorgi” with the works of Abashidze in an attempt to answer the question and lay groundwork for future researchგრიგოლ აბაშიძეს მე-20 საუკუნის ქართველ მწერალთა შორის საპატიო ადგილი უჭირავს, რაცმისი მრავალფეროვანი და ღრმაშინაარსიანი შემოქმედების დამსახურებაა. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მას ქართული ისტორიული რომანის განვითარებაში. „ლაშარელა“, „დიდი ღამე“ , „ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“- ამ ნაწარმოებების წერისას ავტორი ეყრდნობა ქართველ მემატიანეთა ნაშრომებს, როგორებიცაა: ჟამთააღმწერელი და ლაშა- გიორგის დროინდელი მემატიანე. მისი კრედოა გაჰყვეს ძველ მატიანეთა სტრიქონებს და ფანტაზია ისტორიული რეალიების ირგვლივ ატრიალოს.იგი ღრმადაა ჩახედული საქართველოს ისტორიაში და ცდილობს თანადროულობასავით განიცადოს იგი. ისტორიული რომანის წერისას საყურადღებოა ის, თუ რამდენადაა დაცული ზღვარი ისტორიულ სინამდვილესა და მხატვრულ გამონაგონს შორის. ჩვენი კვლევის მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ აჩვენოს, რა დოზით იყენებს ავტორი ისტორიას, როგორ აღწერს ეპოქას, გმირებს, სამეფო კარს, მიმართავს თუ არა მხატვრულ გადასხვაფერებასა და გამონაგონს. გრიგოლ აბაშიძე სამივე რომანში იცავს ზღვარს. იგი არ ეშვება არც ისტორიის პერიპეტიებში და არც მხატვრული გამონაგონისა და ფანტაზიის სფეროში იჭრება. მისი რომანების კითხვისას იგრძნობა ის ჭიდილი, რომელიც მეცნიერ-ისტორიკოსსა და მწერალს შორის მიმდინარეობს. საკითხი საინტერესოა იმ კუთხით, რომ იგი ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დასმულია, მაგრამ სიღრმისეულად არ არის შესწავლილი. მრავალი დეტალი ყურადღების მიღმაა დატოვებული. სწორედ ამიტომ, შევეცადე, ყველა იმ დეტალისათვის მიმექცია ყურადღება, რომელიც შემდგომ საკითხის კვლევის პროცესში დამეხმარებოდა. „ქართლის ცხოვრების“, კონკრეტულად კი ჟამთააღმწერელსა და ლაშა- გიორგისდროინდელი მემატიანეზე დაყრდნობითშეძლებისდაგვარად შევისწავლე ზემოთ ხსენებული საკითხი.kaგრიგოლ აბაშიძეისტორიული სინამდვილემხატვრული გამონაგონირომანებიისტორიული სინამდვილე და მხატვრული გამონაგონი გრიგოლ აბაშიძის რომანებშიmaster thesis