აქუბარდია, ირინაუსუფაშვილი, გიორგიგიორგიუსუფაშვილი2019-12-092019-12-092019https://openscience.ge/handle/1/952თემის აქტუალობა - საკვლევი საკითის აქტუალობა, გამოწვეულია იმით რომ აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტები უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დაინერგა ქართულ სისხლის სამართლის სისტემაში, საკითხი ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი და ამოწურული, რაც განაპირობებს საკითხის აქტუალობასა და მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერეს. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, ორიენტირებულია იმაზე რომ მოახდინოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, შესაბამისად ჩვენი სახელმწიფო ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე მიდგომებს, რაც გამოხატულია განრიდებისა და მედიაციის პროგრამის დანერგვით ქართული სამართლის სისტემაში. საკითხის სიახლე, ჯერ კიდევ ტოვებს გარკვეულ კითხვის ნიშნებს სისტემის ეფექტურობასთან მიმართები ქართულ რეალობაში. თუმცა უდავოა, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან მიმართებით მნიშვნელოვანია დაინერგოს ახალი ლიბერალური მიდგომები, რისი კარგი მაგალითიცაა განრიდების პროგრამის არსებობა ჩვენს რეალობაში. კვლევის მიზანი და ამოცანები - კვლევის მიზანია განრიდებისა და მედიაციის მიმართებით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მოხდეს განრიდების და მედიაციის როგორც ცოცხალი პროცესის განხილვა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლა და შეფასება.kaარასრულწლოვანი სისხლის სამართლის პროცესშიგანრიდებამედიაციაარასრულწლოვნის განრიდება და მედიაცია, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ფორმაmaster thesis