ჯაში, ქეთევანესაკია, ნიკოლოზნიკოლოზესაკია2024-01-232024-01-232022https://openscience.ge/handle/1/2982იტალიელი ახალგაზრდობა თავის ენაზე ანუ ჯერგოზე საუბრობს. ახალგაზრდული ენა შეიძლება ჩავთვალოთ სპეციალურ ენად. სხვადასხვა თეორიების თანახმად, ახალგაზრდული ენა, ერთი მხრივ, განსაკუთრებულ ენად ითვლება, მისი სპეციფიკური და გამორჩეული ლექსიკის გამო, მეორე მხრივ, მას როგორც ჟარგონს განიხილავენ, რომლითაც ის გარკვეულ სოციალურ ჯგუფს განეკუთვნება. ახალგაზრდული ენა არაფორმალური, ხატოვანი, ინოვაციური და ხშირად სარკასტულია. იტალიურ ახალგაზრდულ ენას სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ამ ფუნქციებს შორის უნდა გამოვყოთ: გასართობი, გამომხატველობითი, იდენტიფიკაციის, საიდუმლო ფუნქცია. ახალგაზრდული ლექსიკა მალე იცვლება. დღეს, ჟარგონს, საიდუმლოზე უფრო მეტად, გასართობი ფუნქცია გააჩნია. საქართველოში, ჟარგონს მუდამ მიიჩნევდნენ უხეშ და ვულგარულ ენად. ქართული ჟარგონული სიტყვები ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე იტალიური. ქართული ჟარგონი დედაქალაქში შეიქმნა და ბოლო დროს ის პოპულარული გახდა. ჩვენ მიერ განხილული მასალა 2700 ერთეულს მოიცავს, რომელიც აღებულია ლექსიკონებიდან და ინტერნეტიდან. ისინი ორ თემატურ ჯგუფად დავყავით: 1)ყოველდღიურობა; 2)ცხოვრების მანკიერი მხარეები. პირველი ჯგუფი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ფული, სამუშაო, პოლიცია, ახალგაზრდული დისკურსი. მეორე ჯგუფში შედის: ქურდობა, ნარკოტიკები, სექსუალური ცხოვრება, ალკოჰოლი. ჩვენი დისერტაციის მიზანია იტალიური და ქართული ჟარგონების თემატური კლასიფიკაციის შედეგად გამოყოფილი ჯგუფების შეპირისპირებითი კვლევა სიტყვაწარმოებითი ხერხების თვალსაზრისით და ასევე მათი სოციოლინგვისტური და ფუნქციურ-სტილისტური ანალიზი. ის საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ, თუ რა სემანტიკურ და ფორმალურ ხერხებს იყენებს ეს ორი არამონათესავე ენა ჟარგონების ფორმირების პროცესში, მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების დასადგენად.Italian youth speak their own language or gergo. The language used by youth can be considered a special language. According to various theories, youth language is a special language, on the one hand, because of its specific and distinctive vocabulary, and a jargon, on the other hand, because it is used by a certain social group. Youth language is informal, figurative, innovative and often sarcastic. Italian youth language has different functions. The functions which should be distinguished are: entertainment, expression, identity and secrecy. Vocabulary used by youth is subject to frequent change. Today, jargon has the function of entertainment more than that of secrecy. In Georgia, jargon has always been considered a foul and vulgar language. Georgian jargon words are less common than Italian ones. Georgian jargon originated in the capital of Georgia and has become popular recently. The material reviewed in the paper includes 2 items taken from dictionaries and the Internet. We divided them into two thematic groups: 1) related to everyday life and 2)related to vicious aspects of life. The first group includes topics such as: money, work, the police, youth discourse. The second group includes theft, drugs, sex life, alcohol. The aim of our thesis is to conduct a comparative study of groups of jargon identified as a result of thematic classification, in terms of methods of word formation and also their sociolinguistic, functional and stylistic analysis. The study will allow us to identify semantic and formal methods of jargon word formation applied in these two unrelated languages, as well as similarities and differences between Italian and Georgian jargon words and phraseological units.kaახალგაზრდული ენაქართული ჟარგონიიტალიური ჟარგონისემანტიკური და ფორმალური ხერხებიიტალიური და ქართული ჟარგონების სოციოლინგვისტური და ფუნქციურ-სტილისტური ანალიზიdoctoral thesis