დუნდუა, ლევანცხოვრებაძე, თინათინთინათინცხოვრებაძე2020-07-232020-07-232020https://openscience.ge/handle/1/1972ნაშრომში განხილულია ვალდებულების დარღვევა და მისი სამართლებრივი შედეგები. პირველ რიგში, სანამ ვალდებულების დარღვევამდე მივალ ვალდებულების წარმოსადგენად და გასააზრებლად განხილულია ვალდებულების ზოგადი დახასიათება მისი წარმოშობის ისტორია, მისი ადგილი კერძო სამართლის სისტემაში, ცნება, სახეები და წარმოშობის საფუძვლები. შემდგომ უკვე განხილულია ვალდებულების დარღვევის სახეებს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობებს, რომლებიც დგება უშუალოდ ვალდებულების დარღვევის შემდგომ. აღნიშნული საკითხი დღეს დღეობით აქტუალურია და ცივილიზებული საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ვალდებულებით სამართალს სამოქალაქო სამართალში დიდი ადგილი უჭირავს. ვალდებულებითი სამართალი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ადამიანები უამრავ ურთიერთობებს ამყარებენ ერთმანეთთან, თუმცა ამ ურთიერთობის სამართლებრივ ხასიათს არ აცნობიერებენ, მაგრამ, როგორც კი რომელიმე მხარე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ურთიერთობის სამართლებრივი ხასიათი მნიშვნელოვანი ხდება მხარეთათვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ურთიერთობის დაწყების მომენტიდანვე მხარეებს გაცნობიერებული ჰქონდეთ მათი ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება იცოდნენ, თუ რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება ვალდებულების დარღვევას, რა უფლება–მოვალეობები გააჩნიათ და რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ. აქედან გამომდინარე ვეცადე ნაშრომში გადმომეცა ის მნიშვნელოვანი დებულებები, რაც დაკავშირებულია ვალდებულების წარმოშობასთან, მის დარღვევასთან და სამართლებრივ შედეგებთან.kaვალდებულებათა ზოგადი დახასიათებავალდებულების დარღვევასამართლებრივი პასუხისმგებლობავალდებულების დარღვევა და მისი სამართლებრივი შედეგებიmaster thesis